“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ “ეს იყო კერძო საუბარი და ამის ჩაწერა დაუშვებელია, თუმცა, ის არ ამბობს, პარლამენტის კონკრეტულად რა ადგილებია კერძო საუბრებისთვის განკუთვნილი, სადაც ჩაწერა არ შეიძლება, სადაც, დადგება გინებასმოწყურებული ადამიანი და შეიგინებს, ისე რომ ვერ გადაუღებენ, შემდეგ კი დაუბრუნდება სხდომას და გააგრძელებს საუბარს.
შეურაცხყოფა ყველას მხრიდან დაუშვებელია და ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს იყო კერძო საუბარი და დაუშვებელია, რომ ასეთი კერძო საუბრის დროს ხდება ჩანაწერი. ვიმეორებ, ნებისმიერი მსგავსი უზრდელობა, ვინც არ უნდა იყოს, არის დაუშვებელი. ეთიკის საბჭოს განხილვაზე თუ დადგა საკითხი, უნდა დადგეს ყველა საკითხი, მათ შორის თუნდაც მაგიდების გადაყირავების, წივილ-კივილის, ყველასი. პიროვნული შეურაცხყოფა ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი იქნება, ქუჩა თუ ნებისმიერი დაწესებულება, არის დაუშვებელი”, – ამბობს სეფაშვილი.
კომენტარები