• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კელი დეგნანი რომ ვიცით – კარგია…. მაგრამ, ჭოუ ციენიც რომ დავიმახსოვროთ – არაა პრობლემა“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:40 04-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,092

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:

,,კელი დეგნანი რომ ვიცით – კარგია. მაგრამ, ჭოუ ციენიც რომ დავიმახსოვროთ – არაა პრობლემა. საქართველოში ჩინეთის ელჩს რომ ვუსმენდი, მხოლოდ დადებით, არა ფამილიალურ, მეგობრულ და აჭარულ-ქიზიყურ-კუთხურ კონტექსტში პირზე მეკერა შემოძახილი: “რასსამ ჭოუ!”. ბატონი ელჩი გვესაუბრებოდა საქართველოს გაერთიანების პერსპექტივებზე და ჩინეთის შესაძლო საშუამვლო როლზე ამ პროცესებში. კარგი ურთიერთობები გვაქვსო რუსეთთან, დიდ პატივს გცემთო თქვენ, საქართველოს, და მივესალმებითო თქვენს სამშვიდობო კურსს ქვეყნის გამთლიანების პროცესებში.

დღეს გამიჩნდა სურვილი კიდევ ორი “ახალი” გვარი გაგაცნოთ, რომლებსაც შესაძლოა პირდაპირი კავშირი ჰქონოდა ჩინეთის ელჩის ამ განცხადებასთან. პირველი სახელი და გვარი – გერონტი პატარიძეა. ცხინვალში დრამატული თეატრის ფუძემდებელი და ჩემი უახლოესი მეგობრის და ნათელ/მირონის Paata Pataridze-ს ბაბუა. ბატონ გერონტის კიდევ ჰყავს შვილიშვილები. ერთ-ერთი, “რუსეთ-ჩინეთის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელია”. დედით პატარიძე – სერგო სანაკოევი. საბჭოთა “სამხრეთ ოსეთის” კომპარტიის ყოფილი პირველი პირის, ფელიქს სანაკოევის ვაჟი. იმის მტკიცებას, რომ მთელი ეს ოჯახი საქართველოს დიდ გულშემატკივრებს და პატრიოტებს წარმოადგენენ – მე არ დავიწყებ. სიტყვაზე უნდა მენდოთ.

მოსკოვში სი ძინპინის სამდღიანი ისტორიული ვიზიტის ერთ-ერთი ტექნიკური ორგანიზატორი – სწორედ სერგო სანაკოევი იყო. მან განახორციელა მოსკოვის შუაგულში მაღალი რანგის სტუმრისთვის პატარა ჩინური “ქალაქის” ორგანიზება “ფენ-შუის” წესების ყველა დაცვით. სწორედ მანდ გაატარა სი ძინპინმა თავისი ვიზიტის სამივე დღე და მადლიერების გრძნობა გამოხატა ორგანიზატორების მისამართით, მისთვის ასეთი სიურპრიზის მოწყობის გამო. მე შორს ვარ ჭოუ ციენის განცხადება სერგო სანაკოევის საქმიანობას დავუკავშირო, მაგრამ საქართველოს გულშემატკივართა სახელები და გვარები – უნდა ვიცოდეთ.”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved