• რეკლამა
  • კონტაქტი
14:01, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კელი დეგნანი: Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

ალია ავტორი - ალია
10:22 07-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ამერიკელი ხალხის სახელით მოხარული ვართ, რომ დავხვდით pfizer-ის ნახევარ მილიონ დოზას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის ნიშნად ჩვენი მეგობრობისა. ძალიან მოხარული ვართ, ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ნიშანი სტრატეგიული პარტნიორობისა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა აეროპორტში, ამერიკის მიერ გადმოცემული pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზის დახვედრის შემდეგ განაცხადა.

„აშშ-მ მხარი დაუჭირა საქართველოს ძალისხმევას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე. ახლა ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას. ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ეს 500 ათასი დოზა ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი დოლარის დახმარებას, რაც აშშ-მ გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად, მათ შორის სამი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადმოცემა, ასევე ჟანგბადის აღჭურვილობის გადაცემა რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს სამასი პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას. მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს და სამინისტროს თანამშრომლებს მათი დაუღალავი შრომისთვის, არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, იმისთვის, რომ უზრუნველყვეს ამ ვაქცინის დროულად მისვლა ქართველ ხალხთან. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინაცია საქართველოში, რომ ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, აიცრას რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენი ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღდგენისთვის. მე უკვე გავიკეთე pfizer-ის ორი დოზა, ასევე ჩემი საელჩოს გუნდის უმეტესმა ნაწილმა და მე გირჩევთ და მოგიწოდებთ, რომ აიცრათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved