• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“ – თემურ ბასილია

ალია ავტორი - ალია
16:47 01-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა სფეროს.

 როგორც ბასილია აცხადებს, აღნიშნული საკითხით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, რადგან სადებეტო ბარათები მარეგულირებლის  კომპეტენციაა.ამასთან, ფულის გათეთრების სამსახურიც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია.

 „რა თქმა უნდა, არც ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს განზე და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ წამყვანი მაინც ეროვნული ბანკი და ფულის გათეთრების სამსახური უნდა იყოს. ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა. ეს არის ინკოგნიტო ბარათების გამოყენების მიზანი. ამ დროს ფულს ათეთრებს კაზინოც და ის პიროვნებაც ვინც იყენებს ამ ინკოგნიტო ბარათს … იმ სახელმწიფო უწყებებმა, ვისაც ევალება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა (ერ. ბანკი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო) უნდა უზრუნველყონ კანონის დაცვა“-აღნიშნავს ბასილია.

 მისი განცხადებით, აშშ-ში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამიტომაც, ამ ქვეყანაში ანგარიშსწორება და ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებული ოპერაციები მკაცრად რეგულირდება.

როგორც ბასილია განმარტავს, რა თქმა უნდა, საკრედიტო ბარათების გამოშვების უფლება არა მხოლოდ ბანკებს, კერძო კომპანიებსაც აქვთ, მაგრამ ეს ექვემდებარება სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს. არავითარი ინკოგნიტო ბარათები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური ანგარიშწორება, აშშ-ში  არ არის, მათ შორის არც კაზინოში.

„კაზინოში ფულით ვერ ითამაშებ: იქ არის სხვადასხვა ღირებულების სპეციალური ჟეტონები/მონეტები რომლებსაც ყიდულობ და მხოლოდ მისი მეშვეობით შეგიძლია თამაში. თუ მოიგებ, მოგებული მონეტები მიგაქვს სალაროში სადაც გადაგიცვლიან მას ნაღდ ფულში. რაც მთავარია, თუ მოგება აღემატება დაწესებულ თანხას, კაზინო ავტომატურად გიქვითავს მოგების 25%-ს, რომელსაც შენს სახელზე იხდის ფედერალურ ბიუჯეტში.ამის დასადასტურებლად კაზინო გაძლევს სპეციალურ ფორმას W2-G, რომლის ერთ ასლსაც უგზავნის საგადასახადო სამსახურს. წლის ბოლოს კი, პიროვნება ვალდებულია კაზინოში მიღებული მოგება ასახოს წლიურ დეკლარაციაში„-აცხადებს ბასილია.

 შეგახსენებთ, „კომერსანტი“  გუშინ წერდა, რომ სათამაშო ბიზნესი თავის წესებით თამაშობს და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომერციული ბანკების გვერდის ავლით საკუთარი ანგარიშის კონტროლი სურთ, გამოსავალს სთავაზობს.

 გამოსავალი კი ინკოგნიტო პლასტიკური ბარათებია, რომელიც სამორინეებმა შექმნეს. ექსპერტების მოსაზრებით, ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს და გაზრდის საბანკო რისკებს.

კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved