• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კავეამ – არაო, ხელისუფლება დაგვაჯარიმებსო, მეთქი თქვენი დედაც და თქვენი ბატიბუტიც…” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:09 02-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,155
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
ცოტა რამ „ლაზარეს 12 მსაჯულზე“ და იმ ადამიანებზე, ვინც დაგვეხმარნენ.
ლაზარეს დაკავებისთანავე, ხელისუფლების პირველი პირების წარმომადგენლების რიტორიკა ძალიან აშკარას და ნათელს ხდიდა რომ საქმე მისი პერსონალური მახასიათებლებით არჩეულ “იდეალურ დამნაშავესთან“ გვაქვს.
რუსული პროპაგანდის ყველა საფრთხობელა სიტყვა ადგილზე იყო:
სატანა, ანარქია, ორიენტაცია, დასავლეთი, რევოლუცია …
პირველი მხარდამჭერი აქცია კანცელარიასთან მოვაწყვეთ და ბევრს ეხსომება ამ აქციის ენერგეტიკა – ამდენი აქცია მოგვიწყვია, და სულისკვეთებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
აქციის მიმზიდველობა ხელისუფლებამაც ჩაიჭირა და შემდეგი შაბათისთვის კანცელარიის ეზო შემოღობილი და აყრილი დაგვხვდა – დღემდე ასეა, „ზაბორს“ ამატებენ და ამატებენ.
აქცია მაინც ჩავატარეთ, ოღონდ პარლამენტთან და მაშინვე გამოიჩინეს თავი ლენო რეკორდსმა, ლაუდსპიკერსმა, წერილმა, დაგდაგანმა, გამოუვალმა მდგომარეობამ, სტეფანემ და სტეფანიამ … პირველად მაშინ დაუკრეს ლაზარეს მხარდასაჭერად.
მერე გაჩნდა მოდელირებული სასამართლოს იდეა, რომელსაც ისედაც ვგეგმავდით რომ გაგვეკეთებინა და ლევან რამიშვილს გაუჩნდა იდეა, რომ თემად ლაზარე აგვეღო.
გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომ მოხალისე მსაჯულებს ვეძებდით – 80 მდე მსურველი გამოჩნდა.
ჩავთვალეთ, რომ თავდაპირველად სასამართლო დარბაზში გადაღება უნდა გვეცადა – უზენაეს სასამართლოში არის ისტორიული დარბაზი სადაც, 1920 წლის 10 მარტს, ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო ჩატარდა.
ცხადია, რომ უარი გვითხრეს – უბრალოდ ეს უარიც ისტორიის ნაწილი გახდება და უარს ვერ ვიტყოდით ამ ეპიზოდზე.
შემდეგ დავუყევით სხვა სასამართლოებს, მათაც უარი გვითხრეს.
აი ამის შემდეგ მივიღეთ რეჟისორთან, ლაშა ცერიაშვილთან ერთად გადაწყვეტილება რომ თეატრალურად გადაგვეღო და მგონია, რომ სწორედ ეს ნამუშევარი შემორჩება ისტორიას და არა ის უამრავი მოდელირებული სასამართლო, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიმართა.
ცხადია პროექტს სჭირდებოდა ფული – ჩვენ ყველაფერს ძალიან ცოტა ფულით ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც ფული მაინც გვჭირდება.
ვხვდებოდით, რომ ლაზარეს არავინ დაგვიფინანსებდა, მაგრამ სხვა პროექტი დავწერეთ იმის იმედით, რომ თუ იქ მოვიგებდით თანხას, სხვა ფულს გამოვათავისუფლებდით ამ ამოცანის შესასრულებლად.
ისტ – ვესტს ჰქონდა რაღაც გრანტები სასამართლო თემაზე და მივმართეთ – ვიცოდი, რომ უარი იქნებოდა (ზედმეტად ნაცრისფერი ხალხია საიმისოდ, რომ ჩვენი იდეების სილამაზე დაინახონ), მაგრამ როგორც ივანიშვილის სასამართლოს უარი გვჭირდებოდა ისტორიისთვის, ისე ამ კანტორის უარს შევაქმნევინეთ ისტორია – დარწმუნებული ვარ რომ გამოგვადგება.
ცხადია უნიჭო მავნებლებს გეგმებს არ ავარევინებდით, ამიტომ გადაღებას შევუდექით და პარალელურად 50 ათას ლარიანი ოვერდრაფტზე მოლაპარაკება დავიწყე ბანკთან – ერთი ბანკისგან უარი მივიღე ორ კვირიანი ლოდინის შემდეგ, მერე მეორე ბანკთან დავიწყე მოლაპარაკება და იქ გამოგვივიდა ცოტა ხნით მინუსში წასვლა. (ყველა ბანკირი, ვინც დამეხმარა, ქალიან კაციანად – ჩემი შეყვარებული მგონია).
ფილმი გადავიღეთ, გადაღებამ იდეალურად ჩაიარა, დავიწყეთ მონტაჟი, პარალელურად მივმართეთ კავეას, რომ ჩვენება მოგვეწყო.
კავეამაც უარი გვითხრა – არაო, ხელისუფლება დაგვაჯარიმებსო.
მეთქი თქვენი დედაც და თქვენი ბატიბუტიც…
წავედი თამუნა აქსანდერთან… KHIDIIIIIIIIIIIII
მერე გამოჩნდა გვაჯი… მერე გამოჩნდა რობი კუხიანიძე, გია თოიძე, მერე გამოჩნდა ლაუდსპიკერსი, მერე გამოჩნდნენ დაგდაგანი და ლობსტერ მონსტერი, გამოუვალი მდგომარეობა …
მერე გამოჩნდა ბევრი ხალხი, რომელსაც ჩვენი ფილმი აინტერესებდა …
და გამოვიდა გაზაფხული!
მადლობას არც კი ვუხდი ამ ხალხს, იმიტომ რომ ეს ადამიანები საერთო სიკეთეს ემსახურებოდნენ ჩვენთან ერთად და არა – ჩვენ, რომელიმე ენჯიოს, ან პარტიას.
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავებზე დიდი მიზნები აქვთ.
ასეთი ხალხი მევასება – ვინც იმას აკეთებს, რაც სწორია და არა იმას, რაც აწყობს – ამ შინაგანი მორალური კანონის მქონე ხალხთან ერთად გავიტანთ გოლს ქართველები – ეს პრინციპული ხალხი იდგება წინა ხაზზე.
შეიძლება სითბოდ ვერ ვიღვრები, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარხართ ყველა, ვინც უკან არ დაიხიეთ.
და ჩვენები – სახელობითად არ ჩამოვთვლი, ისედაც იციან.
P.S. “შური და ბოღმა დიდია”, თქვენი უარი გვკიდია – მაინც ვაკეთებთ და გავაკეთებთ.

ლაზარეს 12 მსაჯული – სრული ფილმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved