• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კაწროს საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ სიზუსტის პრინციპი დაარღვია” – ქარტია

ალია ავტორი - ალია
19:11 07-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად კაწროს ცოლის, ნათია რუხაიას საჩივარი მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და დაასკვნა, რომ გვარამიამ ქარტიის პირველი, სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ ქარტიის საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ავთანდილ ბილანიშვილის ცოლი, ნათია რუხაია სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი, შესაძლოა, ბილანიშვილი ყოფილიყო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების დასაბუთებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

“იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე, გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი – მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს, სახელი გიორგი შაქარაშვილის საქმეში რამდენჯერმე გამოჩნდა. მთავარი არხი ამტკიცებდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული ქუჩის “ავტორიტეტია”, რომელიც დამნაშავეთა სასარგებლოდ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.

ასევე, 8 ივლისს, მედიამ ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა. კადრებით საქმეში თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი გამოჩნდა.

ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარმა არხმა ივარაუდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, “ამუშავებს” ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე

ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved