• რეკლამა
  • კონტაქტი
20:03, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კაწროს“ ჩვენება – რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:13 07-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
264

`პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა ავთანდილ ბილანიშვილის (კასწრო) ჩვენება, რომელიც მან საგამოძიებო ორგანოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მისცა.

„2020 წლის 18 ივნისს დილის საათებში გამოვედი სახლიდან და ჩვეულებრივ უბანში ვიყავი მეგობრებთან სალაპარაკოდ. დროგამოშვებით შევდიოდი სახლში და გამოვდიოდი ისევ ჩემს ქუჩაზე მეგობრებთან, ზოგადად მახსოვს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩუღურეთის უბანს არ გავცილებივარ, ყოველ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ქალაქის ტერიტორიიდან არ გავსულვარ.

ღამის საათებშიც ვიმყოფებოდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვსარგებლობდი „ფეისბუქით“ და სხვადასხვა სოციალური ქსელით და დაახლოებით, უკვე 2020 წლის 19 ივნისის 02:00 საათისთვის დავწექი დასაძინებლად. ჩვეულებრივ მეძინა დილამდე და არსად არ გავსულვარ.

კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიიდან.

პიროვნებებს – თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ლაშა შერმანდინს, გიორგი მერაბიშვილს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკოლოზ ქანაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, აკაკი ქვრივიშვილს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოქშელიძეს, ირაკლი წაქაძეს, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გიგა ტატიაშვილს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზეზვა ხომასურიძეს, გიორგი ქათამაძეს, ნიკა ხეჩოშვილს, გურამ ამირხანაშვილს, კონსტანტინე ღიბრაძეს, იაკობ ბრეგვაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ვახტანგ ჩიქოვანს, ანი გაბეჩავს, არ ვიცნობ.

ამ პიროვნებების სახელი და გვარები პირველად მესმის, არ გამოვრიცხავ რომელიმე მათგანი სადმე შემხვედრია, მაგრამ არ მახსოვს ზემოთ დასახელებულ პიროვნებებთან როდესმე რაიმე სახის ურთიერთობა მქონოდა. არც გიორგი შაქარაშვილს ვიცნობდი.

2020 წლის 7 ივლისს მე ტელეკომპანია „მთავრი არხის“ ეთერში ვნახე სიუჟეტი სადაც გარკვეული სახით დამაკავშირეს ამ საქმესთან და ვინმე გურამ ამირხანაშვილთან, თითქოს მას შევხვდი 2020 წლის 19 ივნისის ღამეს დიდუბის მეტროსთან. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო რადგან არც გურამ ამირხანაშვილს და არც დანარჩენ პიროვნებებს არ ვიცნობ, ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არასდროს არ შევხვედრივარ და არც დისტანციური საუბარი მქონია.

შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ სიუჟეტში გასული პირი მე არ ვარ და კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მთელი ის დღე და ღამე ვიმყოფებოდი ჩემს უბანში და სახლში.

მე დღეს ვიმყოფებოდი „მაგთიკომის“ ოფისში რომლის აბონენტიც ვარ და დამადასტურებლად იმისა, რომ 2020 წლის 18 ივნისის ღამის საათებიდან 2020 წლის 19 ივნისის დილის ჩათვლით ვიმყოფებოდი სახლში, გამოძიებას წარვუდგინე ჩემი ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდი, 9 ფურცლად, რომელიც შეგიძლიათ დაურთოს საქმეს. მე ასევე დამატებით წარმოგიდგენთ ჩემი ტელეფონის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებს საქმეზე დასართავად“

კითხვა: როდის გაიგეთ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ? 

პასუხი: „მე ამის შესახებ გავიგე 2020 წლის 19 ივნისს ტელევიზიის მეშვეობით“

სრული ვერსია primetime.ge

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved