კაცმა რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიჰყავდათ, ნათესავები დაჭრა – შემთხვევა მარნეულის სოფელ ალგეთში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამ დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა თავის არეშიც აღენიშნება.
როგორც ცნობილია, სისხლიანი ანგარიშსწორება იმ დროს დაიწყო, როცა ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე მამაკაცი კლინიკაში უნდა წაეყვანათ – ირკვევა, რომ მან ჯერ ერთ მამაკაცს მოუქნია დანა, შემდეგ მეორეს და ასე გაგრძელდა იქამდე, ვიდრე ის ძალით არ შეაკავეს.
სოფელ ალგეთში ხალხი ამბობს, რომ კაცს ჯანრმთელობასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები აწუხებდა და ამის გამო ცდილობდა ოჯახი მის გადაყვანას სამკურნალო დაწესებულებაში.
შუა ხნის კაცს ხელბორკილი პოლიციამ სახლში დაადო. სამართლადამცველები შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოიძახა. დაკავებულის წინააღმდეგ საქმე 11 პრიმა 120-ე მუხლით არის დაწყებული , თუმცა ის იზოლატორის ნაცვლად ახლა სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.











კომენტარები