,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს არ სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვაშაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური თამაშია, რომელიც მმართველმა გუნდმა წამოიწყო.
,,გახარიაზე, ვითომ რომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში, კაციშვილს არ სჯერა, რომ მას კორონავირუსი აქვს. პოლიტიკური თამაშისთვის ახლა გინდა კორონავირუსს დაიმართებენ, გინდა იმას. კიდევ ერთხელ ვამბობ, კორონავირუსი დღეს საქართველოში პრობლემა არ იქნებოდა, ჩემ მიერ აპრილში გამოქვეყნებული გეგმა ამ უტვინოებს და ფულის მკეთებლებს რომ გაეზიარებინათ. დღეს რომ რიგი დგას ცხელების ცენტრში, ეს არის “ქართული ოცნების”, ფულის მკეთებელთა გუნდის დანაშაული და ეს რომ არ მოხდეს და ხალხი არ იღუპებოდეს, სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება”
კომენტარები