• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კაცი, რომელსაც „ხარებამ“ წიხლი ჩაარტყა, 2000 ლარით დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
20:12 02-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248
კაცი, რომელსაც კვირას, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ აქციაზე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) წიხლი ამოარტყა, 2000 ლარით დააჯარიმეს.

2025 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აქციის მონაწილე, 29 წლის მამუკა დიასამიძე, – რომელსაც „ხარებას“ გარდა სხვა სპეცრაზმელებიც გაუსწორდნენ, – პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

მან რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ განვითარდა მოვლენები კვირა საღამოს და რა ვითარებაში გაუსწორდა მას ზვიად ხარაზიშვილი:

„აქციაზე ვიყავი. „მოლიდან“ მცხეთისკენ დავიძარით სვლით, რა დროსაც დაიწყეს დაჭერები. დემონსტრანტები გზაზე გადადიოდნენ. მე ვხედავდი, როგორ დააკავეს ნიკა მელია, გიგი უგულავა. ამ დროს ვიყავი ტროტუარზე. მოპირდაპირე მხარეს დავინახე გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

რუპორით ახალგაზრდა კაცი შემაღლებული გორაკიდან იძახდა, იჭერენ ნებისმიერს და ჯობია, შევუერთდეთ საწყის აქციას და მივიდეთ „მოლთანო“. მეც ამ დროს დავიძარი ტროტუარის მიმართულებით, მაგრამ ბევრი ხალხი იყო, ჭყლეტა იყო, მაქსიმალურად ავირწოვებდნენ მეორე მხრიდან „ნიღბიანები“, ასევე პოლიცია.

ასე რომ, ავიწიე ბორცვის მხარეს, აღმოვჩნდი „არქის“ მშენებარე კორპუსის ჯებირთან. დავდექი მანდ, ხალხს ველოდებოდი. წინ გავიხედე. სავალ ნაწილზე დავინახე მანქანა, – „ჯიპი“ – და „ხარება“.

„ხარება“ ვიცანი, რადგან ის იყო ტანით გადმოსული და გადმოწეული იყურებოდა. ამ დროს ჩემს ზემოთ ვიღაცამ „ხარებას“ შეაგინა, რა დროსაც უცებ, რომ გავიხედე ხარებასკენ, ჩემკენ იყო მზერა მომართული. ჩაჯდა და რაციაში რაღაც ჩასძახა…

ამის შემდეგ წამოვიდა ხროვა ჩემკენ, რამდენიმე ნიღბიანი პოლიციელი, მტაცეს ფეხებში ხელი და წამათრიეს. იმ ბორცვიდან მთელი ტროტუარი მათრიეს.

წინააღმდეგობაც იყო, რადგან ჩემს უკან იდგა ბევრი ხალხი და ცდილობდნენ ისინიც, არ გავეტანებინე, მაკავებდნენ და „არ წაიყვანოს“ ძახილი იყო. მეც ხმამაღლა, განწირული ხმით ვყვიროდი, არ შემიგინებია, მე არ ვიყავი-მეთქი.

მაინც მწვდნენ, მირტყამდნენ წიხლებს, ხელებს. ერთადერთი, სახის დაფარვა მოვახერხე, რომ დაზიანება არ მიმეღო.

მიმიყვანეს მანქანის წინ, დამაგდეს [მუხლებზე] ეგრევე, თავი წამომაწევინეს და „ხარებამ“ [მომმართა]: „აბა კიდე გაიმეორეო“.

მე ვიმეორებდი, მე არ ვყოფილვარ-მეთქი, რა დროსაც „ხარებამაც“ უშვერი სიტყვებით შემამკო და წიხლიც მითავაზა, კაი გულიანი წიხლი. უკან ამომარტყა წიხლი.

ერთ-ერთი თანამშრომელმა… ყვირილი გავიგე „მედია არის და არ დაარტყათო“. ეგ იყო და ეგ. მაგის შემდეგ აღარ დაურტყამთ.

არ მახსოვს რაღაც დეტალები, რადგან შოკირებული ვიყავი ამ ფაქტით, რატომ და რის გამო მოხდა. მაგრამ უკვე შეჩვეულები ვართ ამ ქვეყანაში ასეთ ცხოვრებას.

ეს იყო გავეშებული ბრბო, რომელიც მერე დაგდებულზე მომვარდა, „აბა შე ქათამო, მიდი“ და მსგავსი გინება… ცდილობდნენ, რომ ხარებასთვის ეჩვენებინათ, შენი გულისთვის გავაკეთეთ ეს და მოგიყვანეთო. სანამ ვეგდე, სხვებმაც ამომარტყეს [წიხლები], რომ ეჩვენებინათ [ერთგულება].

გდდ-ის ერთ-ერთმა თანამშრომლემა სხვა მიმართულებით წამიყვანა. რამდენიმე ათეული მეტრი მატარა, მერე უკან წამომიყვანა, ეძებდნენ თავისუფალ ავტომობილს.

ამ ეპიზოდის შემდეგ ხელი არ დაუკარებიათ, მაგრამ ადგილ-ადგილ მაჩერებდნენ: „აქ რა გინდა“, „რატო ხარ აქ“, „ვის გამო ხარ“, „უსაქმური ხარ“, „ოჯახი არ გყავს“.

ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი“.(რადიო თავისუფლება)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved