• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კაცი, რომელიც გოჭის ქურდობისთვის დააკავეს, შს მინისტრი გახდა და ახლა პარლამენტარობას უმიზნებს”

ალია ავტორი - ალია
23:35 09-15-2020
- ახალი ამბები, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“გავიგე, დილარ ხაბულიანი ოქრიაშვილის ე.წ. პარტიის სახელით ლეჩხუმ-სვანეთში იყრის კენჭსო…

დილარ ხაბულიანი ის კაცია, რომელმაც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მთავრობაში შს მინისტრობის დროს გაიჩალიჩა შთამბეჭდავი თიკუნი – დოლარ მიხაილოვიჩი.

ეს ის დილარ ხაბულიანია, რომელიც დეკემბერ-იანვრის გადატრიალების დღეებში შს სამინისტროს შენობაში იყო გამაგრებული 2000-კაციანი შეიარაღებული რაზმით და არაფერი იღონა კანონიერი ხელისუფლების დასახმარებლად.

ეს ის კაცია, რომელიც ჯერ გალეიბორისტდა და განლეიბორისტების შემდეგ თხასავით გაყიდა შალვა ნათელაშვილი.

კაცი, რომელმაც ნაცმოსთანაც მოიბალახა და სააკაშვილის ზეობის წლებში კრწანისის გამგებელი გახდა. რამდენჯერაც მის სახელს და გვარს გავიგონებ, იმდენჯერ ერთი კომიკური ისტორია მახსენდება, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მიამბო ერთმა ახლობელმა.

პერესტროიკის ბოლო პერიოდი იყო. მომავალი მინისტრი ლენტეხიდან საკუთარი ავტომობილით თბილისში მიდიოდა. ცაგერში შესვლამდე გზაზე ვიღაცის უყურადღებოდ გაშვებულ გოჭს დაავლო თურმე ხელი და საბარგულში ჩაუძახა. დეტალები არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ ამბავმა მანქანას გაასწრო. ყოფილი ევროპის ჩემპიონი ცაგერში მილიციამ გააჩერა და გოჭიანად განყოფილებაში მიაბრძანა. როცა გაირკვა, რომ ტიტულოვან სპორტსმენთან ჰქონდათ საქმე, ცხადია, გაუშვეს, თუმცა გოჭი ჩამოართვეს და პატრონს დაუბრუნეს.

ამ ამბებიდან ორიოდე წლის შემდეგ ბ-ნი ხაბულიანი შს მინისტრად მოევლინა ქვეყანას. ცაგერელ მილიციელებს, თურმე, ერთი ჟიმჟიმი ჰქონდათ, ვაითუ ის ამბავი გაგვიხსენოსო, მაგრამ ტყუილად. გარემოებათა წყალობით კარიერის თვალმიუწვდენელ სიმაღლეზე ატყორცნილ დილარს აღარც გოჭი ახსოვდა და აღარც მისი დამკავებელი მილიციელები.

მე ამ ამბავს პირადად არ შევსწრებივარ და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ინფორმაციის წყარო ცაგერელი იყო და იქაურ ამბებში კარგად გარკვეული კაცი. დღეს დოლარ მიხაილოვიჩი ისევ პარლამენტს უმიზნებს, იმავე რეგიონიდან, ოღონდ სხვა პარტიის სახელით. ჰოდა, იმისი კითხვა მინდოდა – ასეთი რა უმახინჯესი პოლიტიკური სისტემა გვაქვს ქვეყანაში, რომ, აღელვებული ზღვის მსგავსად, ზედაპირზე სულ ჭუჭყიანი ქაფი ზიმზიმებს? ეს ოხერი ქაფიც რომ იგივეა და წლების განმავლობაში არ იცვლება…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved