• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კაცი მკვდარ ცოლს ტყ…და, თან კიდურებს აჭრიდა, წვავდა და ჭამდა…” – ორი ბადრაგი და ჯენზი–კრიმინალი – რას წერს უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
20:37 01-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,411

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, რომელიც ამჟამად საპატიმროშია, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:

27 დეკემბერს, ღობის ბიჭების პროცესი რო გადადეს, მე “საკნის“ სპორტულები ჩავიცვი – ჩემი პროცესიც გადაიდება-თქო (მეც, ოკმელაც, ღობის ბიჭებიც – 2 თვეა პროსტა განაჩენი უნდა თქვან, მეტი აღარაფერი დარჩა და დებენ, 1000 მიზეზით) – წინა 3 პროცესი გადადეს და … მარა არა, უცებ თქვეს – გადაგვყავხარ “სუდ“-ზეო. მიმიყვანეს – შევედი დარბაზში და მოსამართლემ თქვა – ვდებთო, და ვითომ ჩაატარა, log-ში ეგრე ჩაიწერება, გადადო 16 იანვარზე (ღობის ბიჭებს 13-ზე გადაუდეს, ოკმელას მგონი 15?)
ხოდა, ისტორია რაშია:
მიკროავტობუსში ცალ-ცალკე გალიაში ვიჯექით ორი დაბორკილებული პატიმარი (ერთმანეთს ვერ ვხედავდით) – და გვაკონტროლებდა 2 ბადრაგი. ერთი “ასაკოვანი“ – არ ვიცი 50 წელთან ახლოს, ისეთი, ღიპიანი, ნამდვილი ქართველი პოლიციელი – ვიზუალურად. მეორე 30 წლის, დაახლოებით, სპეცნაზელის ტანზე და “ცოცხალი თვალებით“.
მეორე პატიმარი, რომელსაც ვერ ვხედავდი, საუბარში გაირკვა, რომ იყო არასრულწლოვანი, ან თინეიჯერი, სვანი, უკვე მისჯილი აქვს 13 წელი (ალბათ მკვლელობა?) – და ეხლა მეორე საქმეზე მაქვს სასამართლოებიო.
მოკლედ, ვართ მე, ჯენზი-კრიმინალი, 50+ პოლიციელი და 30 წლის პოლიციელი.
ჩემს ფიქრებში ვიყავი და არ ვუსმენდი, მოსმენა რო დავიწყე, ასეთ დიალოგს შევესწარი:
ჯენზი კრიმინალი: … და წარმოიდგინე, ახალგაზრდა ბიჭს 3 წელი მიუსაჯეს, ტო! რატო წირავ, ან ჯარიმა დაუწესე ან რამე, ალპობენ ხალხს ციხეში.
30 წლის პოლიციელი: ევროპული კანონია ძმაო ეგეთი, ევროპა რო გინდათ – ეგაა თქვენი ევროპა
50+ პოლიციელი: იიიი, წადი შე პუტინისტო შენააა …
30პ: აუ დავაი რა, პიდარასტები გინდათ აბაა?!
ჯენზი: არა ძმაო, ევროპაში იმენა უნდა სუდზე დაგიმტკიცონ და მერეც – თუ პირველად დააშავე – მინიმუმს ეცდებიან ტო, ჩვენთან კიდე – თუ პატრონი გყავს გიშვებენ, თუ პატრონი არ გყავს – გაგსროკავენ. და მერე, რო გამოხვალ – ყველა იტყვის – ეგო ნაციხარიაო, ჩვენი ხალხი ეგეთია – ციხეში თუ იჯექი – ბარემ მოკვდი მაგათი აზრით, ტო. და ევროპაში, ძმაო, არც ამდენს არ მოგისჯიან, და ახალგაზრდა რო ხარ – ყველა ეცდება დაგეხმაროს გამოსწორდე, აქ კიდე მარტო იმაზე აქვთ გათვლა დაგსაჯონ და ცხოვრება დაგიმთავრონ.
30პ: ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთია ძმაოო…
ჯენზი: კაი რა ტო, 3 წელი? – დააბრუნებინე ის ფული, ჩასვი 1-2 თვე, მერე იზრუნე გამოსწორდეს. აი ევროპაში …
30პ (აწყვეტიებს): გითხრა ევროპაზე? -გითხრა? ავსტრიაში იყო, კაცმა ცოლს წაუსწრო საყვარელთან ძმაო და ცოლმა უჩივლა, მაგინაო – და მოუგო, დაშორდა და იმ საყვარელთან გადავიდა. ამას 500 მეტრზე ცოლთან მიახლოება აუკრძელეს ბიჭო, აზრზე ხარ?! – მიუვარდა ბოლოს ეს კაცი, მოკლა ორივე და თავიც მოიკლა, აი ეგაა შენი ევროპა გაიგე?! – ავსტრიაში იყო, ნაღდს გიყვები, ქმარი დასაჯეს – ცოლმა უღალატა და მაგინაო, ბიჭო.
კიდე გინდა? – კიდე ამერიკაში კაცმა უჩივლა დამსაქმებელ კომპანიას – მეო გათხოვილი ვარო, ცოლი ვარო, და უფროსმა ქმრად მომიხსენიაო, გათხოვილი ვარო, ბიჭო, კაცმა, გაიგე?
50+პ: მე მოგიყვე, ჩვენთან მოხდა აქ, კაცი რო მკვდარ ცოლს ტყ…და და თან კიდურებს აჭრიდა და წვავდა და ჭამდა…
30პ: ეეე, ეგ როდის იყო ტო, მიდი რა იდინახუი რა
ჯენზი: ისე, ალტინფოს არხი სუ დახურეს ტო?
30პ: არა, რა მოხდა იცი მანდ, ახალს ხსნიან და უკეთესს აწყობენ და მანამდე შეისვენეს
ჯენზი: ვა, ნაღდად? – უყურებდი ხო? – მაგარს ღადაობდნენ მანდ ტო.
30პ: კი ტო, მაგარი მოზგები ზიან მანდ, დაბრუნდებიან.
ჯენზი: მაგარს ღადაობდნენ, კი, გაერთობოდი კაცი …
იმ 30 წლის პოლიციელმა სწერვობას ვერ მიუხვდა და ეგონა თანამოაზრე ვიპოვეო. უკანაც მაგავე ბადრაგებმა წამომიყვანეს და ეს ასაკოვანი პოლიციელი – “შე პუტინისტო“-თი ეკაიფებოდა.
ჩემთვის ამ დიალოგში მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რო – კრიმინალი ჯენზიც კი – პრო-ევროპელია, და მანამდე და მერე ბაზარშიც გამოავლინა – რა კარგად ესმის რაშია სხვაობა – რო ევროპა ცდილობს მაინც თავისი კანონების მინუსები იპოვოს – და ცდილობს მაინც სამართლიან მართლმსაჯულებას.
მნიშვნელოვანი იყო რო 50+ პოლიციელი – როგორი იყო იცით? – აი არც მხარს უჭერდა აქციებს, მარა აი თან – რუსული ნარატივი როა რასაც ქოცმო უბერავს – ეგეც ესმოდა (ბევრი ვიბაზრეთ უკანა გზაზა, დამაფიცა რო ნაღდი ვიცი რო ტყუილზე აწერიებენ დაჭერილ ტიპებს ხელს – მელია და ბოკერია იდგნენ ერთად და 1000 ლარს ან 500 ლარს დამპირდნენ თუ პოლიციელს ქვას ვესროდიო. არ ვიცი ჩემი ფიცი ასე ძაან რატო გაუკვირდა, ვახ ჩემიო, ეს რა მითხარიო… ჩვენ კიდე გვგონია ყველამ იცის რაც ხდება )
და მნიშვნელოვანი იყო, რო ის 30 წლის პოლიციელი – კლასიკური “ერთეული შემთხვევების განმზოგადებელი ფსიქიკის“ მსხვერპლია და ძაან სწორად მოაკეტია 50 წლისამ, რო გიჟობები ყველგან ხდება. მარა ამან ვერაფერი შეიგნო იასნად, მაგისთვის – რაღაც სიგიჟე მოხდა ავსტრიაში – ეგაა ძმაო შენი ავსტრია! და რო 380 მილიონიან ქვეყანაში ვიღაც კაცი გაიძახის გინდა თუ არა ცოლი დამიძახეთო – არაფერს გეუბნება მთელ ამერიკაზე. და რო ეგეთები ყველგან ხდება…
ასეთია მოკლედ აქაურიობის ანატომია – კულისებიდან. წავედი, მივუბრუნდე წიგნს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved