• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლოქდაუნის, არსებობს ეჭვი, რომ ლოქდაუნი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მიზეზების გამო…” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:26 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

მე ვეწინააღმდეგები ლოქდაუნს. ლოქდაუნი საჭიროა იმისათვის, რომ შეიარაღდე პანდემიის წინააღმდეგ და მოემზადო. ამდენი ლოქდაუნი გვქონდა და რა ვისწავლეთ? ვისწავლეთ მხოლოდ ის, რომ ვერაფერი ვისწავლეთ. შესაძლოა დღეში 100 და მეტი ადამიანი თუ გარდაიცვალა, მერე მივიდნენ ლოქდაუნის შემოღების გადაწვეტილებამდე, მაგრამ ხომ ისიც ფაქტია, რომ არ გაამართლა ამ ლოქდაუნმა? ყველაფერი ჩაკეტილი როცა იყო ხალხისთვის, არსებობდნენ პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც ყველგან დადიოდნენ და ქეიფობდნენ კიდეც. მერე ხალხმა იკითხა, როგორ, ჩემთვის არ შეიძლება და მისთვის შეიძლება? უკურეაქცია გამოიწვია ამან. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი.

სწორედ ამიტომ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლოქდაუნის. მეტიც, არსებობს იმის ეჭვი, რომ ლოქდაუნი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მიზეზების გამო… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლოქდაუნი არ იყოს.

მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, სრულიად მოუმზადებელი ვხვდებით ახალ შტამს. პირველი ტალღიდან მოყოლებული დღემდე, მეხუთე ტალღაა და ჩვენ ისევ იგივე ხალხი და იგივე ექსპერტები გვასწავლიან ჭკუას. ერთი ფხაკაძე გამოდის და აფრთხილებს ხალხს, ამბობს სიმართლეს. დამასევენ მერე ტროლებს და კვატებს… ვიტყვი რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციაზე (სამედიცინო კუთხით) რამეს და ახლა ისინი დამასევენ ტროლებს და მერე რა? რა არის შედეგი? შედეგი არის ის, რომ დღეში იღუპება 80 ადამიანი. არ მაინტერესებს არც ოპოზიცია და არც პოზიცია, მე მაინტრესებს, რატომ გვეღუპება დღეში 80 ადამიანი? ამაზე გამეცით პასუხი! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეში 80 ადამიანი გვეღუპება? მე გეტყვით ვინ არის პასუხიმსგებელი – ყველა, ვინც დღეს პარლამენტშია, ყველა ვინც საკრებულოში შევიდა ახლა, ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც, რადგან არც ერთმა არაფერი გააკეთა, თითი არ გაანძრია პანდემიასთან საბრძოლველად და საზოგადოების გაყოფას, გახლეჩას შეუწყვეს ხელი. ჩვენ დღეს გვყავს ორი მტერი, კოვიდი და რუსეთის საოკუპაციო ძალები. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა მოქალაქე უნდა ხვდებოდეს ამას. ყველა უნდა იყოს ამ ორი მტრის წინააღმდეგ ერთიანი. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით, კოვიდმაც და რუსეთის საოკუპაციო ძალებმაც ამ ომში მოგვიგეს, ყოველ შემთხვევაში, ჟენევიდან ასე ჩანს…

“თუ რევოლუციის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ, თუ არადა ხალხის დაღლა რუსეთის ინტერესებშია – როგორც კი რუსეთი ომს დაიწყებს უკრაინასთან, ჩვენ უნდა შევიდეთ სოხუმსა და ცხინვალში” – გიორგი ფხაკაძე
თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved