• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კასიანოვმა საქართველოს მადლობა გადაუხადა უკრაინის დასახმარებლად გაგზავნილი ტვირთისთვის

ალია ავტორი - ალია
20:11 05-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183
 დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დეტალურად ისაუბრა იმ ჰუმანიტარულ ტვირთსა და ფინანსებზე, რაც უკრაინამ საქართველოდან მხარდაჭერის სახით მიიღო.

24 მაისის მონაცემებით საქართველოდან უკრაინაში 1 000ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება 4 თვითმფრინავით და 44 სატვირთო მანქანით გაიგზავნა.

უკრაინელი დიპლომატის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად საელჩოს ანგარიშზე სულ ჩაირიცხა 2 380 625 ლარი, 57 000-ზე მეტი დოლარი და 2 600-ზე მეტი ევრო.

შეგროვილი თანხიდან ამ დროისთვის საელჩოს განკარგულებაში რჩება 845 ლარი, 26 000-ზე მეტი დოლარი და 766 ევრო დანარჩენი ფინანსები კი სხვადასხვა პროდუქტისა და სამედიცინო საშუალებების შესაძენად დაიხარჯა.

შეგროვებული ფინანსებით საელჩომ შეიძინა

– საველე აფთიაქები: 600 ერთეული, სამხედროების დასახმარებლად – თითოეული 114 ათასი დოლარის ღირებულების;

– ბავშვთა საკვები საშუალებები – დაიხარჯა 50 ათასი დოლარი;

– ტაქტიკური სამედიცინო აღჭურვილობა: უპირველეს ყოვლისა,სისხლდენის შესაჩერებელი ტურნიკეტები, დეფიბრილატორები და სხვა – დაიხარჯა 90 ათას დოლარზე მეტი;

– სურსათის პროდუქტები: ძირითადად ქართული და პოლონური წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვები –  დაიხარჯა 544 ათას დოლარზე მეტი.

უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმ ფულადი თუ ჰუმანიტარული ტვირთისთვის, რაც უკრაინის დასახმარებლად საქართველოდან გაიგზავნა და განაცხადა, რომ მომავალში მიღებული ფინანსებიც ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

კასიანოვმა ასევე აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში 20 000-მდე უკრაინის მოქალაქე იმყოფება, მათგან 5 500 ბავშვია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ, რომ უკრაინიდან ლტოლვილები აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყონ.

თეგები: უკრაინა– საქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved