• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარვის გაშლისათვის პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საქმე ევროსასამართლოში – დეტალები – საია

ალია ავტორი - ალია
16:14 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საქმე ევროსასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა  – ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

საჩივარი, რომელიც 2023 წლის 14 სექტემბერს გაიგზავნა, ეხება პოლიციელთა მხრიდან სამოქალაქო აქტივისტ, ზურაბ ქარჩავას უკანონოდ დაკავებასა და კარვის მეშვეობით მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვას.

“2024 წლის 13 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. საჩივარი, რომელიც 2023 წლის 14 სექტემბერს გაიგზავნა, ეხება პოლიციელთა მხრიდან სამოქალაქო აქტივისტ, ზურაბ ქარჩავას უკანონოდ დაკავებასა და კარვის მეშვეობით მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვა საქართველოში ფართოდ გავრცელებულ სახიფათო ტენდენციას წარმოადგენს და არა მხოლოდ ზურაბ ქარჩავას, არამედ სხვა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მსურველი პირებისთვისაც ქმნის მსუსხავ ეფექტს. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს მხრიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მიღება საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადაში მოხდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხსენებული საჩივრის გაგზავნა წინ უსწრებდა მმართველი პარტიის დეპუტატთა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კარვის ან/სხვა ინსტალაციის მეშვეობით პროტესტის დე-ფაქტო გაუქმებას ისახავდა მიზნად.

სასამართლომ სახელმწიფოს შემდეგი შეკითხვებით მიმართა:

– წინამდებარე საქმის გარემოებები (პროტესტის შეწყვეტის ბრძანება, მომჩივნის პოლიციის განყოფილებაში მიყვანა, მისი დაკავება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე სამართალდარღვევად ცნობა), ცალ-ცალკე ან კუმულატიურად, წარმოადგენს თუ არა ჩარევას მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში კონვენციის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ქვეშ, მათ შორის, ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლების კუთხით?

– პირველ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ასეთი ჩარევა კანონით განსაზღვრული, მისდევდა, თუ არალეგიტიმურ მიზანს და იყო, თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“?

– იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების მიერ ჩარევის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები „რელევანტური და საკმარისი“? გამოიყენა თუ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა კონვენციის მე-10 მუხლში მოცემულ პრინციპებს, საჭიროების შემთხვევაში, მე-11 მუხლის გათვალისწინებით?

საიას ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს წერილობითი პოზიციის წარდგენისთვის ვადა 2024 წლის 7 მაისამდე განუსაზღვრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved