ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო განხილვებისას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს.
უფრო კონკრეტულად კი საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებაზე, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.
“აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ”,- ამბობს პროკურორი მიხეილ სადრაძე.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დღეს განაახლა. ცნობილია ისიც, რომ შეიცვალა მოსამართლე და საქმეს ნინო ნაჭყებია განიხილავს.
კომენტარები