• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კარგი ზღაპრის შეთხზვაც არ შეუძლიათ. ისეთი ზღაპარი, მაინც უნდა იყოს, რომ გჯეროდეს” – რომან გოცირიძე ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშზე

ალია ავტორი - ალია
01:40 12-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
276

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში იყო „ზღაპარი და დემაგოგიური“.
ამის შესახებ გოცირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა კონკრეტულ ციფრებზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა იმის ხარჯზე, რომ ქვეყანას ყოველ წელს 100 000 მოქალაქე ტოვებს.
„კარგი ზღაპრის შეთხზვაც არ შეუძლიათ. ისეთი ზღაპარი, მაინც უნდა იყოს, რომ გჯეროდეს. ირაკლი ღარიბაშვილს დემაგოგიური სტატისტიკები მოჰყავდა. როგორ შემცირდა უმუშევართა რაოდენობა? – 2022 წელს ქვეყანა დატოვა 101 ათასმა სამუშაო ძალამ. 101 000 ჩვენი მოქალაქე გახდა ემიგრანტი. ახლა, როდესაც ამბობს, რომ 2023 წელსაც უმუშევრობის რაოდენობა შემცირდა, იმას ნიშნავს, რომ კიდევ 100 000 წავიდა ქვეყნიდან“, – განაცხადა გოცირიძემ.
ამასთან, გოცირიძის თქმით, 10 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა ისედაც გაიზრდებოდა.
„2012 წლიდან დღემდე ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე წავიდა უცხოეთში, აქაურ სიღარიბეს დააღწიეს თავი. ან როგორ არ შეიძლება 2023 წელს, 2012 წელთან შედარებით ეკონომიკა არ გაიზარდოს?! შედარება შეიძლება, იქ, სადაც ადეკვატურია და ლოგიკაში ზის. როდესაც შევარდნაძის დროს წყალი და შუქი არ იყო, იყო კრიმინალი, სადაც პენსია 14 ლარი იყო და ა.შ. ბუნებრივია შედარება, მაგრამ ახლა ხომ არ ადარებს ეს ხელისუფლება შევარდნაძის დროს? შევარდნაძის დროს, რომ შეადაროს, კიდევ უფრო დიდ სურათს მიიღებს. მთავრობაც, რომ არ არსებობდეს ეკონომიკა თავისით, მაინც გაიზრდება. რომელ ქვეყანაში არ გაიზარდა? ტაჯიკეთში, უზბეკეთში თუ სომხეთში? ცხოვრების კანონია, 10 წლის განმავლობაში, რაღაც იზრდება და 20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომიკა ჯანსაღ გარემოში, მთავრობის გარეშეც გაიზრდება. ჯერ ერთი, ამ ნაზარდს ვინ ითვისებს? თუ იზრდება რატომ არიან ადამიანები ღატაკები?“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე მოსაზრებით, გაზრდილი ეკონომიკის პირობებში ნაზარდი მოქალაქეებს არ ეტყობათ იმის გამო, რომ ქვეყანაში კორუფციაა.
„თუკი კორუფციაზე გადავალთ და იმაზე ვისაუბრებთ, თუ რატომ არ მიდის ეკონომიკური ზრდის შედეგი მოქალაქეებამდე, ყველა ციფრის უკან „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პორტრეტები იძირებიან. ნებისმიერი რიცხვის უკან არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები. ბიუჯეტში ფული არ შეაქვთ, წურბელასავით აზიან“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე განმარტებით, თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკურ პირობები ასე გაუმჯობესდა, ნორმალურ ეკონომიკურ პირობებში, „როდესაც ერთი ადამიანი და მისი კლანი არ მართავს ქვეყანას, მეტი შედეგი იქნებოდა“.

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved