• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგი უნდა მომკვდარიყო, ცუდი დარჩენილიყო: ეს იყო ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობა, რომელსაც ძველი წესრიგი აღარ ემახსოვრებოდა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:53 02-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
374
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვართ დღეს იქ სადაც ვართ ისაა, რომ ის ინტელექტუალური და მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე პუბლიცისტების შეხედულებებსა და ფასეულობებზე უნდა გაზრდილიყვნენ 1920-ან და 1930-ან წლებში ტერორს – ნეგატიურ გადარჩევას (სელექციას) ემსხვერპლნენ – თავისუფალ ადამიანს, მოაზროვნეებსა და ინტელექტუალებს კლავდნენ და თანაც როგორი ბრალდებით: ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფასეულობების გამო, თითქოს ნაციონალისტურ ორგანიზაციებში იყვნენ და საბჭოთა ხალხის ერთობის რღვევა უნდათო. მათ ნაცვლად, საბჭოთა კავშირის მადიდებელ მორჩილ კლასს ტოვებდნენ. კარგი უნდა მომკვდარიყო, ცუდი დარჩენილიყო: ეს იყო ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობა, რომელსაც ძველი წესრიგი აღარ ემახსოვრებოდა. ვინც ტყვიით არ კვდებოდა ციმბირში უშვებდნენ. ვინც ციმბირს გადაურჩებოდა ქვეყნიდან გარბოდა.
მარტო ეს არ იყო: მებრძოლებსა თუ მოაზროვნეებზე საუბარიც აიკრძალა. მაგალითად ასე დაედო ტაბუ ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და მის თანამებრძოლებზე საუბარსაც. ფოტოებიდანაც კი ამოჭრეს დისიდენტები. მარტივია – მორჩილსა და მოღალატეს – ჰომო სოვიეტიკუსს – არ ესაჭიროებოდა გმირი, როგორც პოტენციურად მისაბაძი მაგალითი. მისი მართვა მორჩილებით, მარტივი სლოგანებით, მცირეოდენი პურის ნამცეცითა და ბევრი სანახაობითაა შესაძლებელი.
ასე დაიცალა ქვეყანა იმ ადამიანებისაგან, რომელსაც დღეს მაღალი პოლიტიკური ტრადიციები და კულტურა უნდა შეექმნა.
საბოლოოდ კი გაჩნდა მოაზროვნეებისა და ინტელექტუალების ახალი ტალღა, მაგრამ მათი პოლიტიკური ხედვები და ტრადიციები ათეულობით გამოტოვებული წელის შევსებასა და დამორჩილებული ადამიანის გამოღვიძებას უნდა მოხმარებულიყო. სამაგიეროდ ჰომო-სოვიეტიკუსმაც გააგრძელა თავისი ანტისახელმწიფოებრივი ტრადიცია და დღემდე ამ ბრძოლაშია ქვეყანა. ამიტომაა ქვეყანა იქ, სადაც არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved