• რეკლამა
  • კონტაქტი
04:52, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგად ვიცი და მესმის თუ რას განიცდის ავადმყოფი ბავშვის მშობელი, უფლის იწამეთ და ქართველ ერს ნუ ეჯინებით” – ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
14:04 04-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
642

ქართული მარში ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

“საქართველოს უახლოეს ისტორიაში – ერთადერთი კაცთმოყვარე და ჰუმანისტი მმართველი ზვიად გამსახურდია გახლდათ ‼️‼️‼️
ზვიადს ყველასგან ის გამოარჩევდა , რომ მისთვის უმთავრესი იყო არა ერის დამორჩილება ან დაჩაგვრა ,არამედ ადამიანი , მოქალაქე , პიროვნება – თავისი ხალხის სიყვარული ‼️‼️‼️
სამწუხაროდ ზვიადის შემდეგ არცერთ მმართველში არ აღმოჩნდა არც ჰუმანიზმი და არც კაცთმოყვარეობა – თითქოს ყველა სხვა მმართველი ებრძოდა თავის თანამოძმეებს , უმტკიცებდა რომ ის ( მმართველი ) უპირატესია , პრინციპულია, ძლიერია , რაღაცნაირად ზემოდან უყურებდა თავისსავე ხალხს და ეჯიბრებოდა ქართველებს ‼️‼️‼️
გაუთვიცნობიერებელ და დაკომპლექსებულ კასტას , მმართველის ღირსება გონიათ რომ თავის ხალხთან არაფერი დათმოს , რაღაც უაზრო პრინციპებზე უარი არ თქვას , ჯინიანობა გამოიჩინოს და თავისი გაიტანოს – დიახ ეს გონიათ გამარჯვება‼️‼️‼️
არადა თუ დაფიქრდებიან იქნებ მიხვდნენ – ვის ეჯინებით ⁉️ ვის ეჯიბრებით ⁉️ ვის უმტკიცებთ რომ მაგრები ხართ ⁉️ – საკუთარ თანამოძმეებს ⁉️ გაჭირვებულ , გაუბედურებულ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ თანამოქალაქეებს ⁉️
ვაჟკაცობა , მამულისშვილობა , ქართველობა ის კი არ არის რომ შენი გაიტანო შენსავე ერთან , არამედ ის რომ დაუთმო სუსტს , ჰუმანიზმი და სიყვარული აჩვენო გაჭირვებაში მყოფ თანამოძმეებს ‼️‼️‼️
ნუთუ ძნელი გასააზრებელია , რომ კარგი მმართველი ისაა , რომელიც სუსტს უთმობს და ძლიერთან არის პრინციპული – სამწუხაროდ ჩვენთან პირიქითაა , სუსტს ჩაგრავენ , ხოლო ძალის წინაშე უკან იხევენ ‼️‼️‼️
შეიგნეთ – ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს მმართველის, არამედ უნდა უყვარდეს მისი ხელისუფალი ‼️‼️‼️
შეიძინეთ ისედაც ბედისგან დაჩაგრული ბავშვების წამლები, დაურიგეთ უფასოდ, ჩაიხუტეთ და სიყვარული აჩვენეთ მათ – ეს იქნება ძლიერი და სამართლიანი მმართველობის გამოვლინება – ისტორიაც სათანადოდ დააფასებს ამ ჰუმანიზმს ‼️‼️‼️
P.S. მერწმუნეთ, ჩემდა სამწუხაროდ ალბათ ყველაზე კარგად ვიცი და მესმის თუ რას განიცდის სასოწარკვეთილებაში მყოფი ავადმყოფი ან ინვალიდი ბავშვის მშობელი . უფლის იწამეთ და ნურასოდეს იქნებით პრინციპულები მათთან – მოეფერეთ ქართველ ერს და ნუ ეჯინებით მას ‼️‼️‼️
დაიმახსოვრეთ – საკუთარ ხალხთან ომი არასოდეს, არავის მოუგია ‼️‼️‼️“
თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved