• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, შაბათი, 13 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარგად გვახსოვს, 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით, ჩვენმა ხელისუფლებამ რეაბილიტაცია ჩაუტარა ჯამში 10 ათას კილომეტრ გზას, 150 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა დაიგო – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:46 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ძალიან არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს როცა ვსაუბრობ და ვახსენებთ მათ მძიმე დანაშაულებს. შეცდომებს კი არა, მეგობრებო, დანაშაულებს ვახსენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არსებობდა არაპროგნოზირებადობის განცდა და მოქალაქეები და ბიზნესი ვერ გეგმავდნენ მომავალს.

„მოქალაქე ვერ გეგმავდა საკუთარ დღეს იმიტომ, რომ ბიზნესმენმა არ იცოდა, თუ რაღაც არ მოეწონებოდა ხელისუფალს, ან გადატრიალებული რაღაც შეპასუხება ჰქონდა ან რაღაცაზე უარს ეტყოდა, მან გარანტირებულად იცოდა, რომ დაკარგავდა ბიზნესს, მას აუწიოკებდნენ ოჯახს, კარგ შემთხვევაში ციხის გარეშე დაასრულებდა და დათმობდა ბიზნესს. ეს ხომ კარგად გვახსოვს და კარგად გვესმის როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ის, რომ არავითარი თავისუფლების განცდა და ნიშან-წყალი ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდათ, ეს რაიმე ახალია თუ რაღაც სხვა სამყაროზე ვსაუბრობთ?! ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოქალაქეების ჩაგვრა და უსამართლობა იყო ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მე ვახსენე პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა და სწორედაც  ეს პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა მოიტანა “ქართულმა ოცნებამ”. 1-ლი ოქტომბერი  ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, საერთო გამარჯვება, საძირკველი და საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა. “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელიც არის ხალხზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებაზე, სიკეთეზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი საქმით ვამტკიცებთ ამ ყველაფერს და ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და რაღაც ლამაზი სიტყვები, პირიქით, ჩვენ ჩვენი ქმედებით ვამტკიცებთ და ვადასტურებთ თითოეულ სიტყვას. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, განახორციელა ისეთი პროგრამები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა. მოგეხსენებათ კარგად, როგორი მდგომარეობა იყო მანამდე – ჩვენს მოქალაქეებს უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა, დაგირავება იმისთვის, რომ  ჯანმრთელობის ელემენტარული სერვისი, მკურნალობა ჩაეტარებინათ. ჩვენ  განვახორციელეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუნდაც  C  ჰეპატიტის ელიმინაციის  პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა  და სრულად განიკურნა სრულიად უფასოდ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ამერიკის ერთ-ერთ  ყველაზე წარმატებულ  კომპანია “გილეადთან” გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიარდი დოლარის  ღირებულების წამლები უფასოდ მივიღეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი პროექტი განხორციელდა განათლების მიმართულებით; აშენდა 170 ახალი სკოლა, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია-აღდგენა თანამედროვე ევროპული ტიპის სტანდარტების მიხედვით, ასევე მოხდა ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია.

„ჩვენ  ახლახან მოვინახულეთ ახლად გარემონტებული, თანამედროვე – ევროპული სტანდარტების მიხედვით გაკეთებული  საბავშვო ბაღი, 80 ბავშვზე გათვლილი, ასევე აქვე მშენებარე  ახალი სპორტული კომპლექსი.  გვაქვს მიღწევები ყველა მიმართულებით, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ 2 მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ათასობით ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა პროგრამის ფარგლებში როგორიც არის “დანერგე მომავალი”,  14 ათასი ჰექტარი  ახალი მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა ქვეყანაში, 6 500 ჰექტარზე   მეტი  ახალი ვენახები გაშენდა  ანუ ფერმერმა, ჩვენმა მოქალაქეებმა დაიჯერეს და აქვთ განცდა  უკეთესი ხვალინდელი დღის, ნახეს რომ არის დაფასებული შრომა, ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა თუნდაც გზების მოწესრიგების მიმართულებით, ჩვენ კარგად გვახსოვს 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული  მხოლოდ და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან,  ჩვენმა ხელისუფლებამ 10 ათასი კილომეტრი გზა დააგო და რეაბილიტაცია ჩაუტარა ჯამში 10 ათას კილომეტრ გზას,  150 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა დაიგო. მე დღეს მოვინახულე ქვეშეთი-კობის მშენებარე  გზა და ის უნიკალური გვირაბი, რომელიც შენდება. ეს არის 9-კილომეტრიანი უნიკალური გვირაბი. კომუნისტების დროს ყველაზე დიდი გვირაბი რაც აშენებულა ქვეყანაში ეს არის დაახლოებით  1800 მეტრამდე გვირაბი, რომელიც რიკოთზე მდებარეობს. 1 700 მეტრიანი ახალი გვირაბი ავაშენეთ დარიალის ხეობაში, ახლა 9-კილომეტრიანი ახალი გვირაბი შენდება და გადაადგილება იქნება ძალიან კომფორტული და ძალიან შემცირდება ზოგადად ეს დრო.  სულ რაღაც საათ-ნახევარში თბილისიდან ყაზბეგში შეგვეძლება ჩასვლა მას შემდეგ, რაც  დავასრულებთ ჩვენ ასევე ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობას.  გუდაური განვითარდება და  ზოგადად, გუდაურში დამსვენებელს, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეს, არამედ ტურისტებს, ერთ საათში შეეძლებათ ჩასვლა. ეს ყველაფერი შენდება და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი კეთილდღეობა, მეტი  კომფორტი ჰქონდეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved