• რეკლამა
  • კონტაქტი
21:54, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კარგა ხანია უკვე სიმართლის თქმის დროა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ აქეთა მხარის მიდგომებზე” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:56 10-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,801

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,ჩემი აზრით, სამწუხაროდ ამ არჩევენების წაგების მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ბანალური გაყალბება. მარცხის მიზეზების გაგებას არა მხოლოდ “გაგვიყალბეს გაგვიყალბეს” ძახილი, არამედ ოპოზიციის ლიდერების და სამოქალო სექტორის მხრიდან განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი ჭირდება, თუნდაც იმ საკითხში, ოთხ პარტიას თქვენი დამკვირვებელ – წარმომადგენლებიან -კომისიიის წევრებიანა, პლიუს საკმაოდ კარგად დაფინასბულ სამოქალაო სექტორის მრავალრიცხოვან სადამკვირვებლო მისიებს ასე როგორ დაგახიეს უბნები თავზე, რომ პროცესში გაყალბების ვერც ერთი ფაქტი ვერ დაიჭირეთ.

ყოველ შემთხვევისთვის გარდა კასპის შემთხვევისა, ვიღაც ბიჭი ქალის პირადობით აძლევდა ხმასო, არჩევნების მიმდინარეობისას, პრაქტიკულად არც ერთი მედიას ასეთი ფაქტი არ გაუშუქებია. უბნებზე ჩხუბებეზე და აყალმაყალზე არ ვასაუბრობ, ამას ჩემი აზრით ხელისუფლება ზოგან ძალითაც კი შეიძლება აწყობდა, იმისთის რომ ყურადღება კომისიის შენობის გარეთ გადაეტანა, შიგნით კი ის ეკეთებინა რაც უნდოდა.

თუ თვითკრიტიკულები არ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური და ნჯო ბონზები, სხვანაირად მომავალი გამარჯვებები ვერ დადგება. ოღონდ, როგორც კი რაიმე კრიტიკულის საუბარს იწყებ ამ მიმართულებით, იმდენი არანორმალურად გაბერილ ეგოს ეხები და იმდენი არაადექვატური პატივმოყვარეობით, საკუთარი შეუმცდარობით შეპყრობილი პატარ ბელადუკას გააფრთებულ წინააღმდეგობას აწყდები, პირადად მე იმ დასკვნემდე მივდივარ, რომ ამ მიდგომებით და ამ ხალხის ხელში შედეგი არ დადგება.

დღეს გავალ აქციაზე, არა იმიტომ რომ იმედი მაქვს რაიმეს ჭკვიანურს შემომთავაზებთ, არამედ იმიტომ, რომ როგორც ერთმა ადამიანმა ჩემი სამოქალაქო პოზიცია დავაფიქსირო იმაზე რაც ხელისუფლებამ გააკეთა 26 ოქტომბერს. უკვე მერამდენედ 35 წლის მანძილზე, ხანდახან საკუთარ თავზე მეცინება, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემს მოვალეობათ მიმაჩნია, თორემ თქვენი იმედი მტერს ექნა.:))))

ვისაც მართლა ცვლილებები უნდა, იმათ პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო სექტორში და მედიაში არსებული ვითარების ანალიზი ჭირდებათ. ესაა ის მასალა, რამაც დემოკრატიული სახელმწიფოს შენობა უნდა ააშენო და თუ ამ მასალაში პატივმოყვრეობის, უვიცობის, საკუთარი შეუმცდარობის და არაადექვატურობის ჭიაა შეპარული, რომელიც ხრავს მას შიგნიდან, ვერაფრით ამ მასალისგან მყარი და ხარისხიანი სახლი ვერ აშენდება. ესაა ჩემი აზრი. ვისაც ეს არ ესმის, არა მგონია რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

მე კი ნამდვილად არ ვაპირებ ვინმესთან ენის მოჩლექით ლაპარაკს, ან იმ “არგუმენტების” მოსმენას, არიქა ახლა კრიტიკით ოპოზიცია არ დავაზარალოთო. აჰა ბატონო, მაგ მიდგომებით, აშკარად მოსაგები არჩვნები წააგეთ. მოსაგები თქო იმიტომ ვწერ, რომ იმ მუხტის, იმ პროტესტული განწყობების რაც ქვეყანაში იყო ჯერ კიდევ სამი -ოთხი თვის წინ იყო, ასე უნიჭოდ განიავებას მოხერხება უნდოდა.

ამიტომ, მგონია რომ კარგა ხანია უკვე სიმართლის თქმის დროა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ აქეთა მხარის მიდგომებზე, შეცდომებზე ზოგიერთების ჰიპერტროფირებულ, აბსოლუტურად არაადექვტურ ამბიციებზე, რამაც ბევრი რა გააფუჭა წინასაარჩევნო პერიოდში. ოღონდ, სიმართლის თქმის ანალიზის და არა ერთმანეთის ლანძღვა გინების და წაგების გადაბრალების. მე პირადად ამ გზით ვაპირებ სიარულს და ვედები პერიოდულად გავაანალიზო ის შეცდომები რაც დავუშვით ყველამ ერთად, სად ვიმყოფებით და რა შეიძლება გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად. უბრალოდ ერთი ადამიანის მოსაზრებები იქნება მეტი არაფერი . დარწმუნებული ვარ, ვითარების სერიზოული ანალიზის და სწორი დასკვნების გამოტანის გარეში კი მომავალი მარცხები გარდაუვალი იქნება.”

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved