მოდის ონლაინ ჟურნალის streetstyle-ს მთავარი რედაქტორი, გივი რაზმაძე:
“კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა! ნინო ნადირაძემ იმ ყმაწვილს უთხრა, კანომდებლობით ვისაც არ აქვს ექიმის სტატუსი რეცეპტის გამოწერის უფლებაც არ აქვს და გარდა ამისა ყველა სამედიცინო მიმართულებით არ უნდა გასცეს არავინ რეკომენდაცია, რადგან ვიღაც კარგი ონკოლოგია, ვიღაც კარგი ნეიროქირურგი. არ უთქვავს, არასწორს ურჩევ ვინმეს რამეს ან შეცდომაში შეგყავს მსმენელიო კითხვა დაუსვა რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ძაან დიდი პასუხსიმგებლობაა და მე ვერ მივცემ ჩემს თავს ამის უფლებას და თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხსო !
Nino მე ესე გავიგე და სწორი შეკითხვა იყო ნამდვილად, მედიცინა სახის მოვლა ხომ არარის? ბიუთი რუტინასავით რომ მირჩიოს ვინმემ ან როგორ შეიძლება ყველას ერთი და იგივე რჩევა მისცე, ყველა ადამიანს ინდივიდუალური სიმპტომები აქვს და შესაბამისი მკურნალობა ჭირდება… ეს ყმაწვილი კი შეიძლება ძალიან კარგია მის საქმეში მაგრამ იგივე მოცემულობით შეიძლება ხვალ ბევrი აღმოცენდეს სოკოებივით ციფრულ სამყაროში ვინც არაკომპეტნტურია და ერთი ადამიანი მაინც რომ შეიყვანოს შეცდომაში უკვე დანაშაულია და ვინ იცის იმ შეცდომას ლეტალური შედეგი მოჰყვეს… ვინ აგებს პასუხს?”
კომენტარები