• რეკლამა
  • კონტაქტი
16:03, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარები, კარები არის, გაწევრიანება, გაწევრიანებაა” – რა ჯილდო გადასცა პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის?

ალია ავტორი - ალია
16:34 07-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილი:

„პრაქტიკულად მეთერთმეტე წელია, ამ პოზიციაზე, როგორც პირადი წარმომადგენელი ნატო-ს გენმდივნის, კურირებს ჩვენ რეგიონს და წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს ნატო-ს სტრუქტურებში და ის არის საქართველოს მეგობარი. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის ნატო-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში. ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლისთავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის და თქვენ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ ამ წლებში ნატო-სთან მიმართულებით, რომელიც არის სერიოზული წარმატების გზა, ჩვენ ვნახეთ ბოლოს სამიტზე როგორ არის აღიარებული ჩვენი ეს წარმატებული გზა და რამდენად შორის ვართ მისული მისწრაფების მიმართ, რაც არის ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფება – გაწევრიანება ნატო-ში.

საქართველოში ჩატარდა არაერთი წვრთნა, რომელმაც ჩვენი სტანდარტების ამაღლებისთვის, თავსებადობისთვის დიდი როლი შეასრულა. ჩვენ თუ დღეს ვართ ძალიან ახლოს, ღია კართან და ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფა, რადგან კარები, კარები არის, გაწევრიანება, გაწევრიანებაა, მთავარია, ჩვენი ყოველდღიური თანამშრომლობა. ძალიან ბევრი დარგია, რომელშიც ვთანამშრომლობთ და ყველა დარგში თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილი უსაფრთხოების განცდას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვისაც.

დღეს არა მხოლოდ მადლობას ვუხდით აპატურაის მეგობრობისთვის, არამედ ვთხოვთ, დარჩეს ჩვენს მეგობრად და ვიცით, რომ ამ თხოვნაზე პასუხი იქნება დადებითი.

თქვენ ახლა ჩაიბარებთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ჰიბრიდული ომის, კიბერუსაფრთხოების საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ ნატო-ს ყველა წევრისთვის, წარმოადგენს ახალ გამოწვევას და ამის წინაშე ჩვენ ვართ ერთნი. ძნელია, განასხვავო ამ გამოწვევის წინაშე წევრი და არაწევრი ქვეყანა. ამ გამოწვევებს ერთად უნდა დავხვდეთ ძლიერად. ამ ახალ ეპოქაში, გვაქვს დიდი იმედი და მადლობელი ვართ, ვიცით, რომ ბრიუსელში გვეყოლება ისეთივე მეგობარი, როგორც იყო აქამდე დღევანდელ თანამშრომლობაში. მინდა, გისურვოთ ახალ თანამდებობაზე დიდი წარმატება, რადგან ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გვქონდეთ“

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved