• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კანონი დისკრედიტაციისათვის ძლიერი იარაღი იქნება ხელისუფლებისთვის” – MFRR

ალია ავტორი - ალია
19:36 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

“კანონი ძლიერი იარაღი იქნება ხელისუფლებისთვის… უკიდურესად ვართ შეშფოთებულები ვართ”, – ამ განცხადებას “სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის” (MFRR) ავრცელებს და “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.

 

ოთხშაბათს, 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ხელახლა შემოიღებს “უცხოური აგენტების” კანონპროექტს, რომელიც 2023 წელს პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ უკან გაიწვიეს. 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად დაარეგისტრირა კანონპროექტი, სახელწოდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.” მმართველი პარტიის ეს სვლა ტეხს პირობას, რომელიც პარტიის მაღალჩინოსნებმა გასულ წელს დადეს, რომ მსგავს კანონპროექტს აღარ შემოიტანდნენ და აღარ განიხილავდნენ.

მთავრობა ირწმუნება, რომ კანონპროექტი დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გასაზრდელად არის საჭირო, მაგრამ ჩვენ უკიდურესად ვართ შეშფოთებული იმით, რომ კანონი ძლიერი იარაღი იქნება ხელისუფლებისთვის, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია და ჩაახშოს დამოუკიდებელი ხმები, დაემუქროს პრესის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას. “აგენტების” შესახებ კანონები მხოლოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეხება, როგორც ასეთი, ისინი გავლენას ახდენენ ინფორმაციის მოძიებისა და მიღების უფლების რეალიზაციაზე, საზოგადოებრივ მოვლენებში მონაწილეობაზე.

2023 წელს GD-ს მიერ შემოთავაზებულ ტექსტთან შედარებით, კანონის ახალი ვერსია მხოლოდ უცხოური სახსრების მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს, ეტიკეტირებას შეცვლის, “უცხოური გავლენის აგენტებიდან”, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციებად.” გარდა ამ ფორმულირებისა, კანონი სხვაგვარად ინარჩუნებს იგივე გადაჭარბებულ უფლებამოსილებას, ჩაერიოს ასეთი ორგანიზაციების მუშაობაში.

კანონპროექტის მიხედვით, მისი მიღებისთანავე, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ორი თვე ექნებათ, რომ დარეგისტრირდნენ “უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელ ორგანიზაციებად” და წარადგინონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები უცხოური წყაროებიდან მიღებული სახსრების შესახებ. დაურეგისტრირებლობა იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაისჯება 25 000 ლარამდე ჯარიმით (დაახლოებით 8 700 ევრო). კანონი ასევე უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს ჩაატაროს ორგანიზაციების “საფუძვლიანი გამოძიება” კანონის პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

მთლიანობაში, კანონპროექტი ვერ უძლებს კრიტიკას მედიის თავისუფლების, უფრო ფართოდ კი, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. ფინანსური გამჭვირვალობის ბუნდოვანი საბაბი არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებს დამატებითი იარლიყების მინიჭების, რეგისტრირებისა და დასმენის მოთხოვნას. დამატებითი პასუხისმგებლობა და ბიუროკრატიული მოთხოვნები, რომლებიც თან ახლავს “უცხოური აგენტის” სტატუსს, არღვევს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეგულარულ საქმიანობას, ეწინააღმდეგება მათ სამოქალაქო და ჟურნალისტურ ფუნქციებს. ასეთი ზომები დისკრიმინაციას ახდენს გარკვეული ორგანიზაციების მიმართ, მათი დაფინანსების წყაროებიდან გამომდინარე და ქმნის გაუმართლებელ შეზღუდვებს,” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved