• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კანადური კომპანია COVID-19-ის ვაქცინის შექმნასთან ახლოსაა

ალია ავტორი - ალია
13:57 03-19-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელმა კანადურმა კომპანია Medicago-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან ახლოსაა.

Medicago იმედოვნებს, რომ ადამიანებზე ვაქცინის პირველ ცდებს ივლისის დასაწყისში ჩაატარებს.

Medicago-ს აღმასრულებელი დირექტორი ბრიუს კლარკი ამბობს, რომ მართალია კორონავირუსის შესაძლო ვაქცინის შექმნის შესახებ სხვა კომპანიების, მათ შორის ისრაელის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერაც იყო განცხადება გაკეთებული, Medicago-ს მიერ შექმნილ პროდუქტს სხვა შესაძლო ვაქცინებისგან გამოარჩევს ის, რომ მისი მასობრივი წარმოების დაწყება უფრო მარტივად არის შესაძლებელი.

Medicago -ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუკი ვაქცინების წარმოების ტრადიციული მეთოდით ვაქცინის რეპლიკაცია ქათმის კვერცხში ხდება და ამ პროცესს საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება და ის წარმოების პროცესში პერიოდულად მუტაციაც ხდება, შესაბამისად ზოგჯერ მიღებული პროდუქტი არ ემთხვევა იმას, რისი შექმნაც მეცნიერებს სურდათ.

Medicago კი ვაქცინას ცოცხალი ვირუსით არ აწარმოებს. ამის ნაცვლად, კომპანია შედარებით ახალ მეთოდს იყენებს, რომელმაც განსაკუთრებული განვითარება უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში განიცადა. საუბარია ვაქცინის მცენარეული ორგანიზმით წარმოებაზე.

ამ მეთოდის მიხედვით, მეცნიერებს ვირუსის გენეტიკური კოდი თავდაპირველად აგრობაქტერიაში შეყავთ, მისი კულტივირების შემდგომ კი ბაქტერიებს თამბაქოს მონათესავე მცენარეში ნერგავენ. მცენარე კი ამ პროცესის შემდეგ იწყებს ისეთი პროტეინის გამომუშავებას, რომლის ვაქცინად გამოყენებაც არის შესაძლებელი.

კომპანიის კვლევას მხარს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროც უჭერს, რის გამოც პენტაგონმა Medicago-ში ინვესტიციაც განახორციელა.

გლობალურად კორონავირუსის წინააღმდეგ დაახლოებით 20 შესაძლო ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. Reuters-ის ცნობით, საკუთარ ვაქცინაზე მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ამერიკული Johnson & Johnson-ი და Pfizer-ი, ასევე ფრანგული Sanofi.

Medicago-ს განცხადებით, კომპანიის პარტნიორს ამ პროექტში კანადის ლავალის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრი წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელმც, გარი კობინგერმაც ებოლას ვაქცინის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

Medicago 1997 წელს დაფუძნებული ბიოტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც ვაცქინებისა და სხვა ანტისხეულების შექმნით არის დაკავებული. 2013 წელს კომპანიის ძირითადი წილის მფლობელი იაპონური ფარმაცევტული კომპანია Mitsubishi Tanabe Corp-ი გახდა, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე კი Philip Morris International-ია, რომელიც ამჟამად ბიოტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ახორციელებს ინვესტიციებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 39 და განკურნების ერთი შემთხვევა არის აღრიცხული. საქართველოს მთავრობამ ვირუსის ფართო გავრცელების შესაჩერებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უცხოეთის ყველა მოქალაქისთვის ქვეყანაში შემოსვლა აკრძალა.

“ვაქცინა უკვე მზად არის, როგორც ამბობენ, თან არაერთი. რამდენიმე ამერიკულმა და არაამერიკულმა კომპანიამ შექმნა ვაქცინა და ახლა დრო სჭირდება მის გამოცდას,”- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

წყარო – bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved