• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კამერების სკანდალი და ცესკოს აღიარება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:31 05-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

ტვ პირველის ცნობით, შაბათის ეთერის რეზონანსული ჟურნალისტური გამოიძიების შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უარყო, რომ საპარლამენტო აარჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე, “ქართული ოცნების“ დამონტაჟებულ კამერებს ვიდეოგამოსახულების პირდაპირ ეთერში გადაცემის ტექნიკური შესაძლებლობა ჰქონდა.

ცესკოში ამბობენ, რომ კანონით ისინი არ არიან ვალდებულები შეამოწმონ, პარტია რა სახის კამერას დადგამს საარჩევნო უბანზე.

“ტვ პირველის“ მოპოვებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ცესკომ წინასწარ იცოდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა “ქართული ოცნების“ კამერებს, რადგან ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს იგივე კამერები ათხოვდა, თან გაუგზავნა მისი ტექნიკური მახასიათებლები.

დამკვირვებლები, ვინც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ, “ტვ პირველს“ უყვებიან, რომ კამერები ისედაც დარღვევით იდგა რიგ უბნებზე და აკონტროლებდა როგორც ამომრჩეველს, ასევე მათ ნებას. შესაბამისად, ლაივ რეჟიმში რომც არ გადაცემულიყო საარჩევნო უბნებზე არსებული მდგომარეობა, ეს კამერები ამომრჩევლის ნების გასაკონტროლებლად მაინც გამოიყენებოდა.

ცესკო საუბრობს ასევე შერჩევით კრიტიკაზე, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინაა კიდევ გასაკრიტიკებელი, ცესკოს გარდა, ვინ გამოგვრჩა, ან ვინაა მეტად გასაკრიტიკებელი. თუმცა, კარგია, რომ ერთ აბზაცში მაინც კრიტიკას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და არა მანიპულაციას.

ცესკო აცხადებს, რომ “კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კამერის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ ანიჭებს საარჩევნო ადმინისტრაციას უფლებამოსილებას, ამ ნიშნით შეაფასოს და შეზღუდოს ვიდეოკამერის გამოყენება საარჩევნო უბანზე” – გამოდის, ნებისმიერი ტექნიკური მონაცემების მქონე კამერის გამოყენებაა შესაძლებელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved