კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება მედიკამენტებსა და გადასხმაზე უარის თქმის შესახებ ძალიან სახიფათოა.
“შიმშილობის მე-17 დღეს უარის თქმა ვიტამინებზე და საუბარია თიამინზე, ზუსტად იმაზე, რომლის დეფიციტმაც გამოიწვია სააკაშვილთან ენცეფალოპათია, ასევე მინიმალურ სითხეებზე უარი თქმა, რომელიც მიმართული იყო ინტოქსიკაციის მოსახსნელად, არის ძალიან სახიფათო შემცირებული რეზერვების ფონზე. მისი ჯანმრთელობის საფრთხეები იზრდება”, – ამბობს კალოიანი.
დღეიდან ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს და უარს ამბობს გადასხმებზე. ის მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს.
კომენტარები