• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალიფორნიაში მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს ვაქცინაციის გავლა ან კორონავირუსზე ტესტის რეგულარულად ჩაბარება მოეთხოვებათ

ალია ავტორი - ალია
14:48 08-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ფოტო – როიტერსი

კალიფორნია აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს ვაქცინაციის გავლა ან კორონავირუსზე ტესტის რეგულარულად ჩაბარება მოეთხოვებათ. ამის შესახებ კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მდგრადი გზაა ჩვენი სკოლების გახსნისთვის და იმ უმთავრესი შეშფოთების აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩემსავით მშობლებს აქვთ, როდესაც საქმე მცირეწლოვან ბავშვებს ეხებათ“, – აღნიშნა კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა.

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, აშშ-ში ბავშვებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

ზაფხულის დასაწყისში აღნიშნული მაჩვენებლის შემცირების შემდეგ, ბოლო კვირების განმავლობაში, ბავშვებში COVID-19-ის შემთხვევები კვლავ სტაბილურად იზრდება.

ამერიკის პედიატრიის აკადემიისა და ბავშვთა საავადმყოფოების ასოციაციის მონაცემებით, გასულ კვირას, ბავშვებს შორის კორონავირუსის 94 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით გამოწვეული მძიმე დაავადება ბავშვებში იშვიათია, ექსპერტები აცხადებენ, რომ გაზრდილი მაჩვენებელი შემაშფოთებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფექციის მძიმე შედეგები ბავშვებს შორის შედარებით დაბალია, ჰოსპიტალიზაციის ამჟამინდელი ექსპონენციალური ზრდა ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა“,- განაცხადა ჯონ ბრაუნშტეინმა, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას ჯერ არ დაუმტკიცებია ვაქცინების 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

წყარო – იმედინიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved