• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფართხალებდა, იგუდებოდა, ჯიბიდან დანა ამოიღო და სარალიძეს 5 ჭრილობა მიაყენა”- სკანდალური ინტერვიუს გაგრძელება

ალია ავტორი - ალია
21:36 01-21-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

გუშინ გავავრცელეთ მიხეილ კალანდიას ადვოკატთან – ზურაბ თოდუასთან ინტერვიუს ნაწილი, ახლა გთავაზობთ ამ ინტერვიუს მეორე და ბოლო ნაწილს, სადაც სხვასთან ერთად საუბარია ფრაზაზე – “საჩეხაოდ წავიდეთ”

–კარგი, გადავიდეთ ფრაზაზე, მივდივართ საჩეხაოდ.

-ეგ ფრაზა მოიგონა სერგი კაპანაძემ, საპარლამენტო კომისიის მუშაობის პერიოდში, ის ბავშვებს კარნახობდა, მინიშნებულად რაღაცა ეთქვათ ბავშვებს, საჩეხაოდ, საშტირაოდ, ვიჩეხაოთ, ეს არის მისი მოგონილი. ამის შემდეგ დაიწყეს ამ ბავშვებმა ჩვენებების მიცემა. მე მაქვს უნიკალური ვიდეო მასალა, თუ მე არ მომეცემა შესაძლებლობა სასამართლოზე გამოვაქვეყნო, პროკურორი კი დამემუქრა, პასუხისგება დადგება თქვენიო, მაგრამ ჩემი კლიენტის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ. ორი ვიდეო მაქვს, სადაც ერთ-ერთ მოწმეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ეუბნებიან, რომ თქვას, ჯანაშიამ როგორ მოუწოდა საჩეხაოდ წასასვლელად, ან სახანჯლაოდ წასასვლელად, ბავშვმა არ თქვა, მშობელმა უკარნახა სიტყვა კასტეტი და კაპანაძემ უთხრა, კასტეტი ახლა ნამეტანიაო, ბოლოს უკვე ბავშვმაც თქვა, ხო საჩეხაოდ მომწერაო.

-თუმცა საპარლამენტო კომისიის დასკვნაში ეს წინადადება არ წერია.

-არ წერია, ვიდეო ჩანაწერებშია. მერე ბავშვები აჭრილები არიან და ჩვენების მიცემა დაიწყეს. მეორე ბავშვია, დედა-შვილი დატოვეს მარტო, კამერა ჩართული, დედა ეუბნება, ხომ არ დაგავიწყდა რა უნდა თქვა, ხომ უნდა თქვა, ხომ უნდა თქვა – ექაქანება ბავშვს და მერე ის ბავშვი ისეთ ზღაპარს ჰყვება.

–ეს ჩანაწერები თქვენ საიდან?

-ეს საქმის მასალებში მტკიცებულებად იყო, დაშვებულია და დავიწყებ გამოქვეყნებას, მართალია პროკურორი დამემუქრა, თუ გამოაქვეყნებ პასუხისგება დაგეკისრებაო, მაგრამ მე ჩემი კლიენტის დასაცავად ყველაფრისთვის მზად ვარ.

–რამდენმა ბავშვმა დაადასტურა მესიჯის მიღება – წავიდეთ საჩეხაოდ?

-კალანდიამ თითქოს მიწერა ჯანაშიას, წამო საჩეხაოდ წავიდეთ, ჯანაშიამ დაურეკა მენაბდეს, მენაბდემ დაურეკა ბარბაქაძეს, საჩეხაოდ მივდივართ – ეს მტკიცებულებით არ დასტურდება.

-თქვენ წეღან თქვით, რომ ის ფაქტი რომ ჯანაშიას ახრჩობდა სარალიძე და ჯანაშია ფართხალებდა – არ დასტურდება მტკიცებულებით, მაგრამ დასტურდება მოწმეთა ჩვენებით – იქ მოწმეთა ჩვენება არ არის სადაო და აქ სადაოა? იგივე არ არის ეს მოწმეები?

–ტვინგადაბრუნებული, არასწორად ინფორმირებული ადამიანების გასაგონად, ცუკერბერგმა მოგვცა დაშვება ოთხი აბონენტის მიმართ, 1-3 დეკემბრის ჩანაწერებში, ერთი ფრაზაც არ არის არსად.

-მაგრამ, იქ არ არის წინა საღამოს ჩანაწერი.

-მკვლელობის შემდეგი ჩანაწერებია.

–მკვლელობამდე ჩანაწერები? ამ ფრაზას მანამდე ხომ ვერ მისწერდნენ?

-რაღაცა რომ ყოფილიყო, ამ 33 ბავშვში (ჯგუფი ჰქონდათ შექმნილი), ვინმეს რამე არ უნდა წამოსცდენოდა?

-მენაბდეს ჩანაწერი ამოღებულია?

-კი.

–მერე იმას ჰყვება შარვალი გავრეცხეო?

-არა, მაგას არ ჰყვება…

–ხოდა, აბა, სხვები რატომ მოჰყვებიან, წავიდნენ დანებით, ყოველდღე დადიოდნენ დანებით, ხო?

-კალანდიამ დაუძახა დანა წამოიღეო? ბარბაქაძე სკოლიდან მოდის და ანუ, მას დანა აქვს სკოლაში, ჯანაშია სკოლაში საერთოდ არ იყო, საბლატაოდ იყო იმ დღეს ქუჩაში, ჯანაშია არის დანებს კოლექციონერი, 200-მდე დანა აქვს კოლექციაში, მიდრეკილია ამით და დიდებული, არ არის ამაში ცუდი არაფერი, ამ საქმეში პროფესიონალია, დანებში კარგად ერკვევა. საჩეხაოდ წასული ადამიანები, ფარდულთან დადგებოდნენ და არა მოშორებით.

–ამას ამტკიცებთ მოწმეთა ჩვენებით?

-რა მოწმეთა ჩვენებით, დადასტურებულია, ბრალდების მოწმეები, სარალიძის მეგობრები არიან.

–კალანდიას მეგობრები ამბობენ, მესიჯი მივიღეთ, რომ საჩეხაოდ წავიდეთო და იმათი არ გჯერათ და სარალიძის მეგობრების გჯერათ?

-რომელი მეგობრები ამბობენ? კალანდიას არც ერთი მეგობარი არ ამბობს, ეს არის საპარლამენტო კომისიაზე გაჟღერებული ფრაზა და ბავშვებმა გაიმეორეს.

–რამდენმა ბავშვმა თქვა, რომ მიიღეს მესიჯი?

-ორმა. აქედან ერთი წყაროს ვერ ასახელებს, მიწერეს, დაურეკეს – არ მახსოვსო ამბობს. ეს არის სერგი კაპანაძის იდეა

–კალანდია ურტყამს ხელს?

-კალანდია ექაჩება სარალიძეს და ურტყამს…

–ექაჩება, თუ ურტყამს?

-შეიძლება ჩარტყმულიც ჰქონდეს თავის არეში მუშტი, არ გამოვრიცხავ

-დანა?

-დანა არ ჰქონია.

-სადაც კალანდია იდგა, იმ მხრიდან რამდენი ჭრილობა აქვს სარალიძეს?

-პირველი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში სარალიძეს, მე-11 ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია ფატალური შედეგი, შეიძლება იყოს იგივე დანით მიყენებული, რომელიც ზურგში ჩაარტყეს. ყოჩაღ, კარგი კითხვაა. შესაძლოა სწორედ ეს დარტყმა დაინახა იმ მოზარდმა, რომელმაც დაინახა რომ სარალიძეს ზურგში ჩაარტყეს და და დაარტყა მენაბდეს.

-დანარჩენი ჭრილობები?

-დანარჩენი 5 ჭრილობამდე მიყენებულია ჯანაშიას დანით და დანარჩენი შესაძლებელია იყოს რამდენიმე დანა და ერთი და იგივე სერიული წარმოების და ვერ ვასხვავებთ, ერთნაირი პარამეტრებისააო.

-იმ მხარეს, სადაც კალანდია დგას.

-კალანდიას მხარეს არის სწორედ ნაკლები ჭრილობა. ექსპერტს ვეკითხები, შესაძლებელია თუ არა ეს ჭრილობა, აი, მე-11, მარჯვენა ბარძაყზე სადაც არის მოხვედრილი, სარალიძისგან მარჯვნივ მდგომი წარმოიდგინეთ და შეიძლებოდა თუ არა დანა ჭეროდა ზემოდან ქვემოთ მიმართულებით? თუ ქვემოდან ზემო მიმართულებით? ვერ გეტყვით პასუხსო.

–თუ დაბალი იყო, სარალიძეზე, რა თქმა უნდა ქვემოდან ზემოთ დაარტყამდა დანას, რად უნდა კითხვა?კალანდია რომ იდგა იმ მხარეს რამდენი ჭრილობა აქვს?

-მარჯვენა მხარეს აქვს ყველაზე ბევრი ჭრილობები.

-მარცხენა მხარეს არა აქვს ჭრილობები?

-კი აქვს, მაგრამ ისეთი არა. იმ ადამიანმა, სწორედ ის ჭრილობები დაინახა ზურგში მიყენებული, ამიტომ წამოვიდა და დაარტყა მენაბდეს დანა. ამ ჭრილობას ვერ მიაყენებდა ჯანაშია, ეს მიაყენა მისგან ზურგით მდგომმა ადამიანმა.

-თქვენ მთხოვეთ, ჯანაშიას მდგომარება დამეწერა ამ სიტყვი – ფართხალებს – ფართხალებს რას ნიშნავს?

-აწევს, დაწევს, როგორც ყვებიან, კი, იგუდებოდა, საწყალი.

–ეს ხდება 15 წამში?

-კი…

–ფართხალებს, ხან მიწაზე დააგდებს, ხან აწევს, იგუდება, მაგრამ დანას იღებს ჯიბიდან, ხსნის და 5 ჯერ არტყამს…

-ეს მოქმედებაა ნამდვილად, ჩემი, გონიერი ადამიანის შეფასებით.

–ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, შეიძლებოდა 5 და მეტი დანა ყოფილიყო, როგორც მიყვებით.

-არ არის გამორიცხული.

–თქვენ ცოტა ხნის წინ ამბობდით, რომ გჯერათ, კალანდიას არ ახსოვს რა ედო ჯიბეში, რა აჩვენა 5 ბავშვს.

-კევი გაქვთ ჯიბეში გახსენდებათ?

-და ეს კევი რომ ხუთ კაცს ვაჩვენო? – კი. კევია ბასრი საგანი?

-ეს არის ბასრი საგანი?

–თქვენ წეღან არ დამიდასტურეთ?

-როდის დაგიდასტურეთ?

–ხომ გკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა ამით დაეჭრა თქო – კიო, შესაძლებელიაო, მითხარით. გარეცხა ეს საგანი?

-რა იყოს გასარეცხი, ვინც გარეცხა დანა მას კითხეთ, კალანდიას რეცხვა არავის მოსაზრებია, თქვენ ხართ ტენდეციური.

„ალია“ დაუკავშირდა სერგი კაპანაძესაც, რომელმაც აბსურდული უწოდა ზურაბ თოდუას ბრალდებას და თქვა, რომ ყველა აუდიო ჩანაწერი, ინახება პარლამენტში და ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოთხოვა და გამოყენება. ჩვენ ადვოკატის ვრცელი ინტერვიუს გამო, ბატონ სერგისთან ძალიან მოკლე კომენტარი ჩავწერეთ:

სერგი კაპანაძე:

-ჩვენს გარდა კომისიის წევრები იყვნენ „ქართული ოცნებიდანაც“, მსგავსს ფაქტს რომ ჰქონოდა ადგილი, აუცილებლად გააპროტესტებდნენ, ან მერე იტყოდნენ.

-გახსოვთ მსგავსი ფრაზა – საჩეხაოდ წავიდეთ?

-არა, არ მახსოვს.

-შთაბეჭდილება? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, მომზადებულნი წავიდნენ დანის გამოსაყენებლად, თუ არა?

-ფაქტია, რომ დანებით წავიდნენ.

–გახსოვთ ფოტო, სადაც კალანდია რაღაც ნივთს აჩვენებს მოზარდებს?

-კი

–კომისიის რომელიმე წევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კევი ან სანთებელა?

-არა

პ.ს. რაკი ზურაბ თოდუამ ღიად დაადო ხელი მენაბდეს სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებაში, ასევე მენაბდის მამას, რომელიც სასულიერო პირია, დანაშაულის დაფარვაში – ჩვენ ღიად ვაცხადებთ სურვილს, ჩავწეროთ მენაბდის ვერსიაც მომხდარის თაობაზე.

თამო კეშელავა (555 46 08 04)

ალია №2

თეგები: ხორავას საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved