“ქართულ ოცნებას” ახალი სამიზნე ჰყავს – მკვლევარი, რომელმაც ჰადსონისს ინსტიტუტთან ერთად მოამზადა დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება რეგიონში ირანული გავლენები, გიორგი კანდელაკი.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ კანდელაკი ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაშია ჩართული, ავრცელებს სიცრუეს და ამიტომ მისით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეული. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, არანაირი კავშირი არ აქვთ მათ ამ ქვეყანასთან. მათი მხრიდან ინტერესი არის, როგორ გადადგან მტრული ნაბიჯები. არანაირი ფაქტი, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება. იმ მოცემულობაში, რაც დღეს ხდება რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში თუ რამდენად დაძაბული და რთული ვითარებაა, ამ ტიპის განცხადებები არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა და შესაბამისი უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, – ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” სუსის უფროსი, ამჯერად, მამუკა მდინარაძეა.














კომენტარები