• რეკლამა
  • კონტაქტი
09:10, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძე პირველ ტურში იყო უფრო პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული, ახლა არასწორი მიმართულება აიღო” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
15:26 10-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია, “ფორტუნასთან” ამბობს

„პირველ ტურში დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას არანაირი დაპირება არ ჰქონია, ახლა გაჩნდა სამი დაპირება.

  • უფასო სადილი თბილისის ყველა საჯარო სკოლაში,
  • 100 ლარიანი დანამატი ყველა თბილისელ პენსიონერს ყოველთვიურად
  • 100 სტუდენტის სასწავლებლად საზღვარგარგარეთ გაშვება ყოველწლიურად.

კალაძემაც მის დაპირებებზე უფრო მეტი ხასგასმა მოახდინა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია პირველ ტურში ოპოზიციას არ ჰქონდა მომცველი.

ახლა ცდილობენ, სამოქალაქო სარგებლიანობაზე ააგონ პროცესი და კონკრეკტული შეტყობინებებით დატვირთონ, რაც შეიძლება იყოს მიმზიდველი ამომრჩევლისთვის.

რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატს, ვიტყოდი, რომ რაღაცნაირად არასწორი მიმართულება აიღეს.

პირველ ტურში ის უფრო საინტერესოდ პოზიციონირდებოდა, ის იყო უფრო პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული. რადგან ის მოქმედი მერია, მას ჰქონდა საჩვენებელი საშუალებები, რა გაკეთდა წლების განმავლობაში და ასევე კონკრეტული შეტყობინებებით იყო დატვირთული, ისე რომ ადამაიანებს ამ პროცესებიდან მეტი პოზიტივი მიეღოთ.

კლასიკურ საარჩევნო კამპანიაში ნეგატიური მუხტი არ არის ხოლმე მისაღები ნორმა. ახალი ლიდერების წამოწევა მოქალაქეებს აინტერესებთ პესიმიზმიდან გამოყვანის მუხტის იმედით, იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, ვიდრე ჰქონდათ.

ჩვენთან არის მიღებული რომ წინასაარჩევნო სტრატეგია ნეგატივზე იყოს აგებული.  მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს სახე  რომ დაუძაბეს, გამოხატულებები ექსპრესიული გაუხადეს, უფრო მეტი ნეგატივი შემოიტანეს, დარგობრივი თვალსაზრისით მაინცდამაინც მე რომ მკითხოთ, იდეალური გადაწყვეტა არ არის.

კალაძე პოზიტიური უნდა დარჩენილიყო. ადამიანებს სჭირდებათ გაუმჯობესება,  ხმას უკეთეს პირობებს აძლევენ – ის, ვინც პესიმიზმიდან გამოყვანის იდეას ატარებს, ის ვინც მეტ სასარგებლო შეტყობინებას მიაწვდის მოქალაქეებს, ის იქნება მოქალაქეებისთვის მიმზიდველი.

ახლა შეიძლებოდა საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა მიგვეღო ჩვენ მათ შორის თბილისში იმ კუთხით, რომ უფრო მეტი სივრცე გაშლილიყო უპირატესობების დასამტკიცებლად.

პირველ ტურში კალაძის პასაჟი, რომ ის შეხვდებოდა ყველა კანდიდატს დებატზე, საერთო ჯამში ნორმალური შეთავაზება იყო, ამით მან გამოხატა ნება, რომ არ ჰყოფს მხარდაჭერის ხარისხის მიხედვით, ყველასთან ერთად გამოვიდა თანაბარ სივრცეში.

ის, რომ მელიამ დატოვა ეს პროცესი, არ იყო იდეალური გადაწყვეტილება, თუმცა მოხდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ხაზგასმა უნდ აგავაკეთოთ, რომ იმ მომენტში ყველა კანდიდატს ძალიან მცირე შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი პოოზიციის დასაფიქსირებლად.

როგორც წესი, მეორე ტური როცა დგება ხოლმე, იქ დებატებს, უფრო მეტი ფუნქცია ენიჭება. ამ მომენტში დებატებზე უარის თქმა (რაც კალაძემ გააკეთა), ამომრჩევლის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა.

ამომრჩეველს სჭირდება შედარებითობა. დებატები ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კანდიდატები, რომელიც მანამდე მონოლოგის რეჟიმში იყვნენ, დებატების დროს ისინი ახერხებენ მეტად შეჯიბრობის პრინციპის გამოხატვას და ჩვენ უფრო გვიადვილდება არჩევანის გაკეთება.

ამაზე უარის თქმა, ნებისმიერ დროს არაა სწორი გადაწყვეტა და არც პრაგმატული.

მეორე ტურში დებატები, შესაძლებლობას მისცემდა აუთვისებელ ელექტორატს, არჩევანის გაკეთების. რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ.

ვიტყოდი, რომ პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატების კამპანია უფრო საინტერესოდ მიმდინარეობდა, ვიდრე ოპოზიციის.

მეორე ტურში პირიქით, ოპოზიცია უფრო დამაჯერებლად და კომპლექსურად გამოიყურება”

სრულად – ფორტუნა

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved