• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძე კორპუმპირებული მერის სტატუსთან ერთად, დღეიდან ისტორიაში შევიდა, როგორც მოძალადე მერი“ – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:13 10-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18


 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმაურება დედაქალაქის მერის კახა კალაძისა და მერიის წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერებზე ძალადობის ფაქტებს და მათ სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს. ჩიხლაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების უკანონო ჩარევა, დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების  დარღვევა, რაც დანაშაულია.

“სტრატეგია აღმაშენებელი“   ხელისფულების მხრიდან გამოწერილ ჯარიმებსა და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გააპროტესტებს და როგორც ჩიხლაძე ამბობს, შესაბამის ზომებს მიიღებს, რა თქმა უნდა, თავისუფალი სასამართლო და არა ივანიშვილის, მურუსიძისა და კალაძის სასამართლო კლანი.


„გუშინ, თბილისის მერის, ბატონი კალაძის მხრიდან, კიდევ ერთხელ გავხდით ძალადობის ფაქტის მომსწრე. ხელისუფლებისგან ძალის დემონსტრირება პირველი შემთხვევა არ არის. უკვე დიდი ხანია, რაც პირადად ბატონი კალაძე და თბილისის მერია ხელს გვიშლის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. თუ ეს დღემდე შემოიფარგლებოდა დაჯარიმებით და ხელოვნური ბარიერების შექმნით, გუშინ ბატონი კალაძე და მისი  ქვეშევრდომები პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. არ დაინდეს 19-20 წლის გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები პირდაპირ ასფალტზე ახოხიალეს, ასევე დააკავეს ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი. ძალიან ბევრი სამარცხვინო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით.მაინცდამაინც გუშინ რატომ იძალადა მან ახალგაზრდებზე? ვეკითხები დედაქალაქის მერს; ისინი არღვევდნენ წესრიგს ან ვინმეზე ძალადობდნენ? თუმცა პასუხი ნათელია, მათი ეს ძალადობა აიხსნება მარტივი მიზეზით, ხელი შეეშალათ ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, პირდაპირ ეძალადათ ჩვენს მხარდამჭერებზე.  ჩვენი ახალგაზრდა მხარდამჭერები იდგნენ  გადასატან საიმიჯო ბანერთან, გზა ჩახერგილი არ იყო სავალ ნაწილზე და ხდებოდა მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. კერძოდ, მოსახლეობას საბანკო სესხებთან დაკავშირებით ვაცნობდით ჩვენი პარტიის ინიციატივებსა და ასევე ინფორმაციას, პენსიონრებს როგორ არ დააწვეთ მძიმე ტვირთათ სესხები, როგორ მოხდეს საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერა, პროცენტის განახევრება პენსიონრებისთვის, შშმ პირებისთვის, რაც არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის. რა თქმა უნდა როდესაც ჩვენ შეგვაქვს ინიციატივა, თუ როგორ დავწიოთ სესხებზე პროცენტი, როგორ გავატაროთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საბანკო რეგულაციები ეროვნულ ბანკთან, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ურტყამს მათ ჯიბეს და ასეთი გავეშებული სახე გვანახა გუშინ ბატონმა კალაძემ, რომელიც აქამდე იყო და ისტორიაშიც შევიდა, როგორც  ამ ქალაქის ყველაზე კორუმპირებული მერი. დღეიდან ის უკვე ისტორიაში შევა როგორც მოძალადე მერი და მოძალადეები  კანონით როგორ ისჯებიან ეს ძალიან კარგად ვიცით. ამას ადასტურებენ თვითმხილველი და ადგილობრივი  იურისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მერიის წარმომადგენლებმა პირდაპირ დაუწერეს ჯარიმები“სტრატეგია აღმაშენებლის“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რაც იყო შეკრების და მანიფესტაციების უფლებადარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია. დღეს მას საერთაშორისო ორგანიზაციები ეუბნებიან, რომ ანალოგიური ქმედებები არ შეიძლება. თუმცა ამ ფონზე, ბატონმა კალაძემ, კიდევ უფრო აღვირახსინილი ძალადობა ჩაიდინა. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მას ვპირდებით, რომ ჩვენ არ შევწყვიტავთ წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენ გავაგრძელებთ და დღესაც გავშლით კარვებს და ხელმოწერებს შევაგროვებთ, არც იფიქროთ, რომ ჩვენს რომელიმე თანამებრძლოს, გულანთებულ გოგო-ბიჭებს, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროთ, თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებით წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, რომ მათ წინააღმდეგ იძალადოთ. ერთი თმის ღერიც მათ არ ჩამოუვარდეს, თორემ არ შეგრჩებათ. ყველა მასალა გადაგზავნილია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ხვალ გვექნება მათთან ონლაინ ჩართვები, მათ შორის NDI-სთან და დეტალებს გავივლით. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შესაბამისი დასკვნაც კი დადო, რომ საერთოდ მსგავსი ხელმოწერების შეგროვებაზე დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრების და გამოხატვის  თავისუფლების დარღვევა, რაც არის მათი მხრიდან დანაშაული. ყველა ჯარიმას და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გავაპროტესტებთ და რა თქმა უნდა თავისუფალი სასამართლო და არა  ივანიშვილის, მურუსიძის დ აკალაძის სასამართლო შესაბამის ზომებს მიიღებს,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved