• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალაძე გვპირდებოდა, რომ საპარკინგე სივრცეებს ააშენებდა, მანახოს, სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები! არაფერი გაუკეთებია, სამაგიეროდ ჯარიმების სახით 130 მილიონი ლარი ამოიღეს – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:36 09-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122
კახა კალაძემ მანახოს სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები! არაფერი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ ჯარიმების სახით მოსახლეობისგან 130 მილიონი ლარი ამოიღეს და ეს ფული რას მოხმარდა?,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისში საპარკინგე სივრცეებთან დაკავშირებით განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერიამ 2018 წლიდან პარკინგების ჯარიმის სახით 130 მილიონი ლარი ამოიღო და ეს თანხა „ლამბორჯინებისა“ და „ფერარების“ ყიდვას, ქუჩების საღებავებით „თხუპვნასა“ და „ჩინოვნიკთა ჯიბეების გასქელებას მოხმარდა“.
„პარკინგი და მანქანის გაჩერება რომ წყევლაა, ეს თბილისში ყველა მძღოლმა იცის. ვერსად ვერ გააჩერებ მანქანას, სადმე თუ ერთი ბორბლით დააყენებ მანქანას ტროტუარზე, იმავე წამს მოდის უზარმაზარი ჯარიმა ან მანქანა გადაჰყვათ. ჯარიმები კატასტროფულად გაიზარდა, გაგახსენებთ, თუ რას გვეუბნებოდა კალაძე 8 წლის წინ, როდესაც ის პირველად იყრიდა კენჭს თბილისში, გვპირდებოდა, რომ 10 ლოკაციაზე მიწისზედა და მიწისქვეშა მუნიციპალურ საპარკინგე სივრცეებს ააშენებდა, ტენდერიც გამოაცხადა თითქოს. მანახოს, სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები! არაფერი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ პარკინგის ჯარიმა თუ იყო 10 ლარი – 2022 წლიდან მისი გადაწყვეტილებით 50 ლარი გახდა. თუ გადაყვანილი მანქანის გამოსაყვანად მძღოლს „სითი პარკისთვის“ უხდიდა 60 ლარს, ახლა თბილისის მერიას უხდის 200 ლარს და ა.შ.
2018 წლიდან დღემდე ჯამში მერიამ პარკინგის ჯარიმების სახით მოსახლეობისგან 130 მილიონი ლარი ამოიღო და ეს ფული რას მოხმარდა, სადმე საპარკინგე სივრცეები აშენდა? ერთადერთი საღებავებს ყიდულობენ და ქუჩებს თხუპნიან და ხაზავენ, ქუჩა საპარკინგეებად წარმოუდგენიათ. არცერთი მუნიციპალური სადგომი არ აშენებულა. მაგრამ სამაგიეროდ 130 მილიონი ლარი „ლამბორჯინის“, „ფერარებისა“ ყიდვასა და ჩინოვნიკთა ჯიბეების გასქელებას მოხმარდა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმაც. მისი განცხადებით, მათი გეგმა თბილისის ყველა რაიონში მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მშენებლობას ითვალისწინებს.
„ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას, ეს გეგმა კი თბილისის ყველა რაიონში მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მშენებლობას ითვალისწინებს. ჩვენ, ასევე ვფიქრობთ, რომ ნაწილობრივ შემცირდეს ის ჯარიმები, რომლებიც აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ შემოსავლებისა, რომელიც თბილისელებს აქვთ.
ამ გეგმას ჩვენ განვახორციელებთ, როცა ირაკლი კუპრაძე თბილისის მერი გახდება და ჩვენი გუნდი ალეკო ელისაშვილთან და ტატა ხვედელიანთან ერთად [პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი], ერთობლივად და გუნდურად თბილისელებს ამ პრობლემას მოუგვარებს“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
(R)
თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved