დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, “იმედის” და “პოსტვ”–ის დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან არასამართლიანად შეაფასა. მან გაიხსენა ოცნების ლიდერების სანქცირებაც და თქვა:
“რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ ჩვენ? ამდენი წელია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არის მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანი დამოკიდებულება, მუქარა, შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება”
კალაძეს არ უთქვამს, კონკრეტულად რისი შეცვლის იმედი აქვს.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსტვ”-ის
დასანქცირებას, კალაძე ამბობს:
“ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი
დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ
არსებობს.”
მან ისაუბრა სუვერენიტეტზეც, თქვა, რომ პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ოღონდ არ უთქვამს, რა შუაშია ეს “იმედის” და “პოსტვ”–ის სანქცირებასთან და იმ მიზეზებთან, რის გამოც დასანქცირდნენ. რუსული დეზინფორმაციის გავრცელება, იმ ქვეყნიდან, ქვეყნიდან, რომლის ნაწილიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, საქართველოს სუვერენიტეტის მდგენელია მისთვის?
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.














კომენტარები