კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ. მას 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოსვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ამავე სასაფლაოზეა დაკრძალული მისი მეუღლე ბელა მირიანაშვილიც.
მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 86 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა.
კომენტარები