• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილი რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:46 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“მსურს, რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია სულ რამდენიმე პუნქტით გაგაცნოთ:

1.ვიზიტორი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ან დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი, არ უნდა დაიშვებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

2.ტურისტული მიზნით შემოსული მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ შემცირდეს 60-90 დღემდე, როგორც ერთი ვიზიტისას, ისე ჯამურად, კალენდარული წლის განმავლობაში – ნაცვლად უწყვეტი ერთი წლისა, როგორც ეს 2015 წლიდან დღემდე მოქმედებს.

3.სამუშაო ვიზის გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე უნდა ხდებოდეს სპეციალური პროცედურით, რომელმაც უნდა ცხადყოს, რომ ამ პირისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვისაც საჭიროებას წარმოადგენს.

4.ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე უნდა განხორციელდეს სპეციალური, არაგამარტივებული მექანიზმით, რომელიც დაადასტურებს ამ პირის ლოიალურობას ჩვენი სახელმწიფოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ბინადრობის გაუქმება კი უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში, ნებისმიერი, მათ შორის სიტყვიერი ქმედებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

სწორედ ამ ოთხ პრინციპზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ერთის მხრივ, დაადასტურებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ლოიალურობას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის რეალურ ამოქმედებას”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved