• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კუჭავა: გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ

ალია ავტორი - ალია
12:54 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ, მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ, წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ლანჩხუთი განსაკუთრებით გამორჩეულია, – ამის შესახდებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მან მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და ლანჩხუთთან მისი ოჯახის კავშირზე ისაუბრა.

„აქაურობასთან მე ჩემი ისტორია მაკავშირებს – ჩემი გამზრდელი ბებია ლანჩხუთიდანაა, ლანჩხუთიდან არის მისი გვარი. ბევრი ტრადიციაა, რომელიც ოჯახში გვაქვს, განსაკუთრებით კი აღვნიშნავდი შობას, სანამ გურულ ღვეზელს მიირთმევ, წელზე სამჯერ უნდა შემოიტარო ეს ღვეზელი და მადლობა უთხრა განვლილ წელს, ოჯახს და ქვეყანას უსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა. ვცდილობ, ეს ტრადიცია და განსაკუთრებული სითბო ჩემს შვილებსაც გადავცე.

თქვენ მართლაც განსაკუთრებულები ხართ ბევრი მიმართულებით. ტყუილად არ უთქვამთ თქვენზე „ლანჩხუთელებმა გადარიეს მთელი დუნიაო“ – ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთზე ნათქვამი. ბევრი წარმატება და ბევრი ჩემპიონია, ვინც აქ გაზრდილა. მიხარია, რომ ათწლეულების შემდეგ, ის სახელოვანი კლუბი, რომელმაც თავის დროზე დიდი წარმატება მოუტანა და სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, დღეს აგრძელებს ფუნქციონირებას აკადემიის სახით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ძლიერი ქართველი, ჩემპიონი იქნება გაზრდილი ამ რეგიონში და ამ კლუბის მეშვეობით.

წარმატებები ბევრია სხვა მიმართულებით და ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა. არაერთი პროექტია, რომელიც აქ მიმდინარეობს და ხორციელდება – ინფრასტრუქტურული, მათ შორის, შემოვლითი გზა, რომელიც რეგიონებს შორის გადაადგილებას უფრო დააჩქარებს.

დარწმუნებული ვარ, ის გეგმები, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გააჩნია, რომელმაც როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში თქვენ უნდა მოგიტანოთ სარგებელი, აუცილებლად საჭიროებს ძლიერ, ადგილობრივ თვითმმართველობის გუნდს, მერს და საკრებულოს, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ისე, როგორც დაგეგმილია, თქვენს სასარგებლოდ და თქვენი კეთილდღეობისთვის.

გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ. მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ, წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ლანჩხუთი განსაკუთრებით გამორჩეულია. ადრე, ასეთი მასშტაბით არ განხორციელებულა არცერთი პროექტი, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა და ვისურვებდი, ტემპი კიდევ უფრო გაათმაგდეს.

ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელიც დაფუძნების დღიდან წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ამ მუნიციპალიტეტისთვის, ამ ქალაქისთვის, ლანჩხუთელებისთვის“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved