• რეკლამა
  • კონტაქტი
14:08, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშით თამაშიო…” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
17:24 02-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს, ოპოზიციის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ფაქტობრივად, ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია შეკრებილი, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობს. კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშით თამაშიო, მაგრამ განწყობა იყო ზოგადად ეს, სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ გვქონდა სამი საკითხი, რომლის განხილვა გვინდოდა და ეს სამი საკითხი იყო ისეთი, რომელზეც თუ მსჯელობა დაიწყებოდა, ეს საკითხები იყო სამართლიანი. ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ გადადიან სხვა „მოუდზე“.

სამი საკითხი იყო, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზეც საერთოდ პასუხი ვერ მოვისმინეთ. მეორე საკითხია, რომ ვიძახით არჩევნები გაყალბდა და ფასილიტატორებს ვერ ვარწმუნებთ, გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, თქვენ იცით, რომ პარლამენტში ჩვენი პირობების გარეშე არ შევდივართ. ამიტომ, ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით მტკიცებულებას და გვექნებოდა პოზიცია ფასილიტატორებთან. ასევე ვერ მივიღეთ პასუხი მესამე საკითხზე, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ. რა გეგმა არსებობდა ასეთ შემთხვევაში და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. რადგან იცით, რომ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა მელიას, რა იქნებოდა ის ღონისძიება, რაშიც უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი. ფაქტობრივად, გაუსაძლისი გახდა ჩვენი მონაწილეობა, გამოცხადდა შესვენება.

როდესაც ვსაუბრობდით, რომ ეს იყო მიშას თამაში და ვეკითხებოდით სხვადასხვა მონაწილეს, ხალხნო, თქვენ მართლა გინდათ მიშას თამაშში მონაწილეობა, რადგან ნიკა მელია პოლიტპატიმრად ყველაზე მეტად აწყობს მიხეილ სააკაშვილს, მას არ აწყობს ასევე პროპორციული ბარიერი და მას არ აწყობს სიყალბეზე სერიოზული საუბარი, მართლა გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, გაწიროს ნიკა მელია ციხისთვის და ის იყოს ციხეში. არ ვიცი, სავარაუდოდ, ნიკა მელია თვითონ დაეთანხმა ამას და თვითონ თვლის, რომ მე ვიღაცის სათამაშოდ ჩავთვალე. თვითონ გეგმის კურსში იყოს, არ ვიცი. ვახო მეგრელიშვილმა დასვა ის სამი შეკითხვა, ვინაიდან არც ერთზე პასუხი არ არსებობდა, შესაბამისად… დესტრუქციული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, სხვა პატარა პარტიებიც ბანივით ამას ყვებოდნენ. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ კახა კუკავამ თქვა, მათამაშეთ კაცო, მე მიშას თამაში მინდაო. მაგალითად, ხათუნა სამნიძემ გამოგვიცხადა სოლიდარობა და თქვა, რომ ასე ქცევა არ შეიძლებოდა. ხათუნა სამნიძესთან და ასეთ ნორმალურ ადამიანებთან გავაგრძელებთ ნორმალურ ურთიერთობას“

კითხვაზე, „გაეთიშა თუ არა „გირჩი“ ფორმატს“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ასე გამოდის“.

„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
ახალი ამბები

„გოგოების გზა ტექნოლოგიებში – სწავლიდან ლიდერობამდე“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

17:38 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved