• რეკლამა
  • კონტაქტი
06:28, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, მეტროს 40 ვაგონი დაემატება, 52 – კაპიტალურად შეკეთდება, 10 მეტროსადგური რეაბილიტირდება

ალია ავტორი - ალია
12:44 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

თბილისის მერად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის კახა კალაძის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება, 52 ვაგონი კაპიტალურად შეკეთდება, ხოლო 10 მეტროსადგური სრულად რეაბილიტირდება – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თბილისის მეტროს დაემატება 40 ახალი ვაგონი, კაპიტალურად შეკეთდება 52 ვაგონი, გაუმჯობესდება უსაფრთხოების დონე, „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე კი მგზავრთტევადობა 25%-ით გაიზრდება.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მიმდინარეობს მუშაობა და დასრულდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროგრამა. ხმალაძის განმარტებით, ეს არის 60 მილიონ ევროს ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 10 მეტროსადგურს. ესენია: „გურამიშვილი“; „სადგურის მოედანი“ 1,2,3; „სარაჯიშვილი“; „მარჯანიშვილი“; „თავისუფლების მოედანი“; „300 არაგველი“; „რუსთაველი“; „ისანი“; „წერეთლის გამზირი“; „ნაძალადევი“.

ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით, ამოქმედდება ვადიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემა: ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი.

თბილისის ვიცე-მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, საბაგიროსთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მოეწყობა ორი ახალი საბაგირო დერეფანი: ისანი – მეტრომშენი – ვაზისუბნის ტერიტორიული დაფარვით და სარაჯიშვილი – ზღვისუბნის ტერიტორიული დაფარვით. მათი მშენებლობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება.

გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დაგეგმილია მთაწმინდის საბაგიროს სამშენებლო სამუშაოების დასრულება.

კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ მომავალი წლიდან დაინერგება
თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved