• რეკლამა
  • კონტაქტი
20:03, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
14:37 09-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.

დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.

თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved