თბილისის მერი კახა კალაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ამ მძიმე დღეებში ჩვენს გვერდით არის. – ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა “ფორმულასთან” განაცხადა.
იგორ ტერეხოვმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა თბილისის მერის, კახა კალაძის ძალისხმევას, ამ მძიმე დროს გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს.
„ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში, კახამ გამოხატა თანაგრძნობა, რაც ხდება ქალაქ ხარკოვში, უკრაინაში. მან გვკითხა, თუ რა დახმარება გვჭირდებოდა. გვითხრა, რომ ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ მას. მკაფიოდ თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში არის ჩვენთან. მინდა გითხრათ, რომ ეს სერიოზული თანადგომაა, მე კარგად ვარ კახა კალაძის მიმართ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ეს არის სოლიდარობის გამოხატვა“ – განაცხადა იგორ ტერეხოვმა.
კომენტარები