• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა

ალია ავტორი - ალია
15:48 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
493

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კახა აბულაძეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი.

„კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, იქამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის და თბილისელების სამსახურში. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved