• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

ალია ავტორი - ალია
21:24 09-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
952
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარუდგინა.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა,  წარმატებული, საქმიანი და გამოცდილი გუნდი  მზად არის,  ემსახუროს თბილისსა და თბილისელებს.

„წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად.

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე. წარმატებული, საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი,  მზად არის,  ემსახუროს თბილისს და თბილისელებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა მოსახლეობას წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ თბილისი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ქალაქი. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება, დაწყებული რეფორმების გაგრძელება და მათი ბოლომდე მიყვანა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს.

ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. გჯეროდეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. მეგობრებო, წინ გვაქვს თითმმართველობის არჩევნები, საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. გახსოვდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია თბილისის მომავლისთვის!  გაუმარჯოს თბილისს! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ სიას, ასე დაკომპლექტდა:

1. შალვა სუთიაშვილი
2. თინათინ ნიბლოშვილი
3. ბექა დავითულიანი
4. გურამ ნიკოლაშვილი
5. ნიკოლოზ კახეთელიძე
6. ნინო ვარდოსანიძე
7. ავთანდილ ცინცაძე
8. კონსტანტინე ზარნაძე
9. ბექა ოდიშარია
10. ოთარ ჩრდილელი
11. გიორგი ხუროძე
12. კახა ბერაძე
13. ლევან არველაძე
14. ლევან აბაშიძე
15. ალექსანდრე მუკათარიძე
16. ნოდარ ბოკერია
17. მარიამ გრიგოლიშვილი
18. ლუკა ძაძამია
19. ქეთევან ჭავჭანიძე
20. ლალი კოლომიკოვი
(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved