• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – თბილისში იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრის არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ მათი მოგვარება შევძელით

ალია ავტორი - ალია
18:58 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კახა კალაძემ მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა და დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში ისეთი პრობლემები მოგვარდა, რომლის გადაწყვეტის იმედი მოსახლეობას აღარ ჰქონდა.

„უამრავი პრობლემა იყო,  ათი ათასობით ადამიანს ეგონა, რომ ეს პრობლემები არასდროს მოგვარდებოდა, თუმცა შევძელით მათი გადაჭრა. მათ შორისაა წლობით დაუკანონებელი ქონება. ასე მიიჩნევდნენ, მაგალითად, „ცენტრ პოინტის“ პრობლემას. „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებს ეგონათ რომ დარჩნენ საკუთრების გარეშე, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ მშენებლობების გაგრძელება. ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადავჭერით. ჩვენ არ გვეშინია პრობლემების, რადგან ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მათ. ამ ყველაფერში კი თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მხარი დაგვიჭირონ, რათა ქალაქში განხორციელდეს ბევრი საინტერესო პროექტი და ხვალინდელი თბილისი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამომრჩეველს მიმართა ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლაბუჩიძემ.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, თბილისში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ პირველივე ტურში  დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დარჩა ბოლო კვირა და მაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ მხარს დაგვიჭერთ. თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი.  ბატონი კახა კალაძე ამბობდა, რომ ოთხი წლიდან ორი წელი მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ვებრძოდით უხილავ მტერს და რომ არა ეს, უფრო მეტი გაკეთდებოდაო. თუმცა ჩემი აზრით, ამის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა თბილისის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიერ. დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ამომრჩეველთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved