• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისის მერია არის გარანტორი, რომ დაუმთავრებელი მშენებლობები ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში

ალია ავტორი - ალია
15:08 09-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები და მუნიციპალიტეტი ამ დაუმთავრებელი მშენებლობების საქმესაც ბოლომდე მიიყვანს. 

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,არცერთი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიერ დაზარალდა, უბინაოდ არ დარჩება.

„ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში. თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა  სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთი კომპანიების თაობაზე, როგორიცაა – „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი.

ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება, თუმცა, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მასშტაბებით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ. „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი”.  ამას ვამბობ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ საქმესაც მივიყვანთ ბოლომდე და ამ ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების პროცესში, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს. ასევე, კახა კალაძემ აღნიშნა მისი მოადგილის, ილია ელოშვილის განსაკუთრებული როლი ამ საქმეში.

„ვულოცავ თბილისს, რომელსაც ასევე უდიდეს ტვირთად აწვა ეს მშენებლობები.  ვულოცავ და მადლობას ვუხდი ამ რთულ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებული მადლობა საინიციატივო ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩვენთან კომუნიკაციაში იყო. შეიძლება ხანდახან იმედგაცრუებაც იყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებდით. განსაკუთრებით მადლობა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს. ის ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. ასევე, მადლობა დედაქალაქის საკრებულოს, მის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, კომისიას, რომელიც შექმნილი იყო და პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობდა.

რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უწყებებს. რომ არა ერთობლივი თანამშრომლობა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ცენტრალურ ხელისუფლებას, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საჯარო რეესტრს და პარლამენტს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved