• რეკლამა
  • კონტაქტი
04:55, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – ყოველთვის მზად ვარ, რჩევები და საინტერესო იდეები მივიღო

ალია ავტორი - ალია
18:58 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი გახსნა. 

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ოფისში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელონ. ასევე, დააფიქსირონ საკუთარი იდეები და ინიციატივები.

„ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მიხარია, რომ გვექნება სივრცე, სადაც იქნება შესაძლებლობა, ქალაქთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო თემაზე, იდეაზე ვიმსჯელოთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, გრძელდება და არ ყოფილა მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე. ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდების ჩართულობით, უამრავი პროგრამა დააფინანსა, რაც ძალიან კარგია. ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და განვაგრძოთ. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გარკვეული გარდატეხა უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ახალგაზრდების ჩართულობით, კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.

„ვიცით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. არავინ იფიქროს, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვართ, რაც გაკეთდა. ზუსტად ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც დეტალურად იცის ყველა პრობლემა რაიონების, ქუჩებისა და სადარბაზოების მიხედვით. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია ამ პრობლემების. ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომელიც არავის ეგონა, თუ ოდესმე გაკეთდებოდა. სირთულეებში ყოველთვის არის საუკეთესო გამოსავალი და ძალიან მიხარია, რომ შევძელით, ამ პროექტების განხორციელება. ჩემი იმედი გქონდეთ ყოველთვის. ძალიან ვგულშემატკივრობ ახალგაზრდებს და აბსოლუტურად ღია ვარ, მივიღო თქვენი მოსაზრებები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მეც ვუშვებ შეცდომებს, მეც შევმცდარვარ ცხოვრებაში. ჩვენი სიძლიერე მიმღებლობაა. ამიტომ, ყოველთვის მივიღებ რჩევას, საინტერესო იდეებს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში ერთად შევძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის მნიშვნელობაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.

„ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, მოვიდეს ჩვენს ოფისში და წარმოადგინოს საკუთარი იდეა, ინიციატივა, პროექტი. ასევე, გვექნება თემატური პრეზენტაციები საარჩევნო პროგრამების შესახებ. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც თბილისს და თბილისელებს აწუხებს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის გახსნას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი დაესწრო.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved