• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ შტაბი არ მისულა არავისთან, არავის მყუდროება დაურღვევია და არავისთვის შეუშლია ხელი საარჩევნო პროცესებში

ალია ავტორი - ალია
12:20 09-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

„არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ ერთმანეთს, კამპანიის დროს მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ბოლო დღეებში მის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.

„ამ დაჯგუფების მხრიდან მსგავსი ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა ამ ტიპის ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს.

რაც შეეხება უშუალოდ ბანერების დაზიანებას, ყველაფერს კანონის ფარგლებში უნდა მოჰყვეს რეაგირება. არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ ერთმანეთს, კამპანიის დროს მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს. „ქართული ოცნების“ შტაბი არ მისულა არავისთან, არავის მყუდროება დაურღვევია და არავისთვის შეუშლია ხელი საარჩევნო პროცესებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას აქციის მონაწილეების მისამართების გავრცელებაზე, თბილისის მერის თქმით:

„სად ნახეთ ჩემი განცხადება მისამართების გავრცელებასთან დაკავშირებით? სასაცილოა ამ კითხვის დასმაც, რადგან თქვენ ხართ ზუსტად მოძალადეები, აღვივებთ შუღლს, თქვენი ბინძური პროპაგანდისტული ტელევიზიებით ცდილობთ საზოგადოება დააპირისპიროთ. მე არ მახსოვს გამოსულიყავით და დაგეგმოთ ძალადობა. პირიქით, ყოველთვის ახალისებთ და ტაშს უკრავთ.“

ამასთან, კახა კალაძემ გუშინ შტაბთან გამართულ აქციაზე მედიის წარმომადგენლების მისამართით ბულინგზეც ისაუბრა.

„არც ეს არის პირველი შემთხვევა. გაიხსენეთ წინა ძალადობრივი აქციები. ყოველ ჯერზე მიმდინარეობდა ბულინგი, შეურაცხყოფა, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ, რაც ძალიან მძიმე ფაქტია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შტაბის წარმომადგენლებს ჰყავთ თუ არა ჯგუფები მობილიზებული, კახა კალაძის თქმით, იქ ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„შტაბს არავინ ჰყავს მობილიზებული. აქ ყოველდღიურად ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ხალხი მუშაობს, რადგან მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. აქციაზე მყოფ ნიღბიანებს რაც შეეხებათ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან. ნიღბის ტარება არის დანაშაული, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და უნდა მოჰყვეს რეაგირება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved