• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი გვაქვს

ალია ავტორი - ალია
15:26 07-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევის – დასაქმების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლიდან დაწყებული პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ბოლო წლების განმავლობაში იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც რჩება დასაქმება. ბიზნესი ეძებს კვალიფიციურ სპეციალისტებს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გვაძლევს ცოდნას, რა სფეროებში სჭირდება ბიზნესს ძლიერი კადრები და ზუსტად ამ მიმართულებით ვაძლევთ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ პროფესიულ საქმიანობაში განვითარდნენ და დასაქმდნენ. დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. მომდვენო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განმარტებით კი, განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით 900-მდე პროექტი დაფინანსდა.

„განათლების მიმართულებით არსებული პროექტები მიმართულია იმ საჭიროებებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ჯამში, ნახევარმა მილიონმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. პრიორიტეტულია სწავლის დაფინანსება. მიგვაჩნია, რომ ყველას, ვისაც აქვს სწავლის სურვილი, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამიტომ, არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სწავლა დაუფინანსდა 19 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს. ბოლო წლებში დაემატა მრავალშვილიანი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების კომპონენტი. უკვე 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ასევე, ვახალისებთ წარჩინებულ სტუდენტებს. ამისთვის შევიმუშავეთ წარჩინებული მაგისტრანტების სტიპენდია, რაც მუნიციპალიტეტის სახელით გაიცემა. 5 000-მდე მაგისტრანტმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მისაღებად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.

„არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი ერთ-ერთი კომპონენტია ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ყოველწლიურად 3 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 130-მდე მიმართულებით; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალში 4 000-მდე ახალგაზრდა ჩართულია საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ წრეებში; მოქმედებს 34 მუსიკალური სკოლა, რომელიც იძლევა 15 მოთხოვნადი მუსიკალური პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. ჯამში, 9 000-მდე ჩვენი მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს კულტურული და განათლების სხვადასხვა პროგრამა.

„ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების მიმართულებით აქტიურად ფინანსდება სხვადასხვა პროექტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა კულტურული თუ განათლების კომპონენტი, მათთვის, ვისაც სჭირდებათ დამატებითი ხელშეწყობა“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved