• რეკლამა
  • კონტაქტი
04:55, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – მზად ვართ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

ალია ავტორი - ალია
16:54 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, სულხან საბას სახელობის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ მთაწმინდის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

„ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა – გამწვანების, ინფრასტრუქტურის, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით და ა. შ. მიუხედავად ამისა, ქალაქში არსებობს გამოწვევები და ჩვენ ვართ მზად, რომ მათ ღირსეულად ვუპასუხოთ. გუშინ საზოგადოებას ჩემი საარჩევნო პროგრამა წარვუდგინე, თბილისში არ დარჩება მიმართულება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ყურადღება რაიონში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე გაამახვილა.

„ჩვენ ვიმყოფებით სულხან საბას სახელობის განახლებულ სკვერში. ეს ერთ-ერთი მაგალითია თბილისში განხორციელებული პროექტებისა. დედაქალაქში, ოთხი წლის განმავლობაში 900-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდა, განახლდა ძველი და გაჩნდა ახალი სარეკრეაციო სივრცეები. თუმცა, რჩება გამოწვევები. ჩვენს რაიონშიც არის მოსაგვარებელი პრობლემები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით მეტი ნაბიჯი გადაიდგმება. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ განვაგრძოთ საქმის კეთება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ მიხედვით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. პროექტი  შენობის ძველი იერსახის შენარჩუნებით აღდგენას ითვალისწინებს. ასევე, გათვალისწინებულია ავარიული ნაწილის დემონტაჟი, არაავარიული ნაწილის კონსტრუქციული გამაგრება, ახალი შენობის მშენებლობა და ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. 

რაც შეეხება სულხან საბას სახელობის სკვერს, მთაწმინდის ქ. N4-ში არსებულ რეკრეაციულ სივრცეს სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა. სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ. მ ფართობს მოიცავს. ტერიტორიაზე სრულად შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდა. სამუშაოების შედეგად, დეკორატიული შადრევანი განახლდა. განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები და ტრენაჟორები. სრულიად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved