• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – მიხარია, რომ გლდანის რაიონში უამრავი პროექტის განხორციელება შევძელით

ალია ავტორი - ალია
20:53 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

ამჯერად, შეხვედრა გლდანის მე-7 მიკრორაიონში, ბროწეულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მუხიანის აგარაკებზე, გრემი-იაკობის ქუჩებზე გაიმართა.

მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს.

„გლდანი არის ერთ-ერთი რაიონი, სადაც ყველაზე მეტი პროექტი განხორციელდა – გამწვანების სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, სკვერების განახლება-რეაბილიტაცია და ა.შ. მათ შორისაა, ბროწეულის პარკიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება ამ რაიონს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრისას, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

„ჩვენ ყველა უბანში დავდივართ, ვხვდებით ხალხს და მათ პრობლემებს ვისმენთ, რაც მომავალში უნდა მოვაგვაროთ. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა გლდანის რაიონში, მომავალშიც ასე გაგრძელდება.  ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები. გპირდებით, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვექნება მოსახლეობასთან. მე ვარ ამაყი, რომ კახი კალაძის გუნდის წევრი ვიქნები მაშინ, როდესაც ქალაქში ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდება“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა ბროწეულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფეხბურთის, კალათბურთის, სკეიტბორდის მოედანი, საბავშვო სივრცეები, ტრენაჟორები, ტენისის მაგიდები, ველობილიკი, ძაღლების სათამაშო მოედანი,  განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ირგვება ხე-მცენარეები, იგება რულონური  ბალახი, ეწყობა პერგოლები და მოსასვენებელი სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, სადაც წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ,  ცენტრალური კოლექტორი, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების ნაწილზე კი, წყალარინების ქსელი მოეწყო. ამჟამად, იაკობის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აწყობენ.  გრემის ქუჩაზე კი, აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved